გაკვეთილები
სამოდელო , ინოვაციური გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, პირადი ნომერი: ნათია
გაფრინდაშვილი . 38001032699
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:
საშუალო. X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
18
გაკვეთილის თემა: ,, შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი’’ (კონფერენცია გაკვეთილი)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს: თავისი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულისადმი, მსჯელობა თვითონ
მოხსენების (//რეფერატის) შესახებ, ნაწარმოებში მოცემული საკითხების განხილვა, ისტორიული
კონტექსტისა და თანამედროვეობის დაკავშირება ერთმანეთთან, რეფერატის წარდგინება და
მასში მოცემული ძირითადი საკითხების, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი და
შეფასება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო(წთ)
|
1
|
აქტივობა: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და მიზნის გაცნობა. მოტივაციის ამაღლების
მიზნით ვახორციელებ აქტივობებს.
|
1 წთ
|
|||
I-- ფაზა: გამოწვწვა.
1აქტივობა :წინარე
ცოდნის გააქტიურება „მხატვრული კითხვა“
მოსწავლე
მხატვრულად კითხულობს გიორგი ლეონიძის ლექსს „ვეფხისტყაოსანს“.
2.აქტივობა: გონებრივი იერიში
მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს კითხვით:
1.რით
დასტურდება ლექსში მოცემული ინფორმაცია რომ
საქართველოს ფარგლებს გასცდა ჩვენი „ვეფხისტყაოსანი?“
2.რამ განაპირობა ამ ნაწარმოების ასეთი პოპულარობა.
3.აქტივობა: პრეზენტაცია
მოსწავლე პროექტორის გამოყენებით მონიტორზე აჩვენებს სლაიდებს და თან აკეთებს პრეზენტაციას.
|
მხატვრული კითხვა
კითხვა-პასუხი
სლაიდების ჩვენება
|
ორგანიზება ინდივიდუალური
მთელ კლასთან მუშაობა
|
კლასგარეშე სახელმძღვანელო
ფლიფჩარტი,
მარკერი
პროექტორი,
კომპიუტერი
|
2წთ
2წთ
3წთ
|
|
2
|
II-ფაზა: სიღრმისეული წვდომა
1აქტივობა: რეფერატების წარდგრნა
მოსწავლეთა
მუშაობა მოხდა დიფერენცირებულად .დაბალი შესაძლებლობების მოსწავლეებს მივეცი საშუალება
აერჩიათ თემები და რეფერატების დამუშავება
მოხდა მასწავლებლის კონსულტაციით, ხოლო დანარჩენმა ბავშვებმა თვითონ მოიძიეს ლიტერატურა და დაამუშავეს რეფერატები.
დრო მიცემული ჰქონდათ 1 კვირა.
თემები:
1.საერთო მწერლობის წარმოშობა
2.შოთა და ბიოგრაფიული ცნობები
3.რუსთაველის მსოფლმხედველობა
4.ისტორიული
სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“
5.ადამიანის
რუსთველისეული გაგება
6.ვეფხისტყაოსნის როლი ხელოვნებაში
7.ვეფხისტყაოსნის
მთავარი მოტივები:
მიჯნურობა
მეგობრობა
რაინდობა
2.აქტივობა: გონებრივი იერიში .
1.შეადარეთ XII საუკუნის მიჯნურობა და XXI
საუკუნის მიჯნურობაზე.
2. რა მსგავსება- განსხვავებას ხედავთ მასში?
3.რუსთველისეულ მიჯნურობას ეთანხმებით თუ დღევანდელს?
4.რას ამბობს რუსთაველი მიჯნურობაზე?
5.რა თვისებები უნდა ჰქონდეს მიჯნურს?
3.მოიხმეთ ციტატები ტექსტიდან.
4.თუ მიაქციეთ ყურადღება ნაწარმოებში
არ არის ნახსენები სიტყვა მეგობრობა.
მის მაგივრად რომელი სიტყვა გვხვდება?
5.გაიხსენეთ ნაწარმოებიდან ციტატა.
6.დღეს როგორ გასმით დღეს მეგობრობა?
5.რა თვისებები უნდა ჰქონდეს მეგობარს?
6.ვეფხისტყაოსანში მეგობრობა გაშლილია,
როგორც ვაჟების მეგობრობა ,ასევე ქალ-ვაჟის მეგობრობა, ტარიელისა და ასმათის მეგობრობა.
დღეს მიგაჩნიათ კიდევ ქალისა და ვაჟის მეგობრობაა?
3. აქტივობა: მინი დისკუსია.
არსებებობს თუ არა კიდევ რაინდობის ინსტიტუტი?
რა მიგაჩნიათ რაინდობად.
|
რეფერატების წარდგრნა
კითხვა -პასუხი
კითხვა-პასუხი
დისკუსია
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალურიმუშაობა
|
კალამი,თაბახს ფურცელი
|
30წთ
7წთ
5წთ
|
3
|
III-ფაზა: რეფლექსია და შეჯამება
1 აქტივობა: მცირე ესეს წერა.
ჯგუფებში , რომელიც დიფერენცირების მეთოდით არიან
გადანაწილებულები, ვაძლევ დასაწერად
1.ჯგუფი: მცირე ესე: „რა არის ჩემთვის ვეფხისტყაოსანი“
II-ჯგუფს
ეძლევა დავალებად ერთი წინადადებით დაწეროთ
„რა არის ჩემთვის ვეფხისტყაოსანი“ წებოვან ფურცელზე და აკრავენ ფლიფჩარტზე.
2 აქტივობა:
პრეზენტაცია
მოსწავლეები დაწერილ ესეებს კითხულობენ ინდივიდუალურად.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს დღეს XXIსაუკუნეში არის
თუ არა საჭირო რომ უფრო მნიშვნელოვნად ისწავლებოდეს და იქმნებოდეს მსგავსი ნაწარმოებები
და რატომ?
3.აქტივობა;
შეფასება.
მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით
.
4.აქტივობა: საშინაო დავალება
თავისუფალი ესე: „ რას მასწავლის ვეფხისტყაოსანი“
|
წერა
|
ჯგუფური მუშაობა
|
კალამი, თაბახის ფურცელი
ფლიფჩარტი,მარკერი,ფერადი წებოვანი ფურცლები
|
5 წთ
4წთ
.2წთ
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებს:კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან, მსმენელთა ყურადღების მიპყრობასა
და ინეტერესის გამოწვევას, თავისი დამოკიდებულების გამოხატვას წაკითხულისადმი (//მოსმენილისადმი),
მსჯელობას თვითონ მოხსენების (//რეფერატის)
შესახებ, ნაწარმოებში მოცემული საკითხების განხილვას, ისტორიული კონტექსტისა და თანამედროვეობის
დაკავშირებას ერთმანეთთან, რეფერატის წარდგინებას. მნიშვნელოვანი
საკითხების ანალიზსა და შეფასებას.
კავშირი ე.ს.გ.
სთან
ქართ. X. 9.
კითხვა.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·
აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს
ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა
ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
ქართ. X. 3. ზეპირმეტყველება. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი
ხერხების გამოყენება.
·
ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან
(იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ
ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და
სხვ.);
·
უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის
აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები;
მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“,
„შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“,
„ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·
მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას
(გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული
შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·
გამოყოფს მთავარს, არსებითს
(იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“,
„მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
·
მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად
ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან
კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება
და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
ქართ. X. 13. წერა. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე
წყაროს მიხედვით.
·
ირჩევს თემას;
·
მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
·
ადგენს რეფერატის გეგმას;
·
წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის
დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
·
თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით
იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა;
ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის
მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი;
ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.
კრიტერიუმი / შკალა
|
5-6
ქულა
|
7-8
ქულა
|
9-10
ქულა
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში , პასუხობს კითხვებს.
|
აქტიურად
მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში,
არ უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება, პასუხობს კითხვებს.
|
აქტიურია, არ უჭირს
საკუთარი აზრის დასაბუთება და სხვისი
აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.
|
პრეზენტაცია
არგუმენტირებული მსჯელობა
|
უჭირს თვალსაჩინოების და სათქმელის გადმოცემა გასაგებად,
არ
აქვს არგუმენტები
|
თვალსაჩინოების გამოყენებით სათქმელის გადმოცემს ნათლად და გასაგებად, პასუხობს კითხვებს.
არგუმენტები
არ არის მყარი
|
აუდიტორიასთან კონტაქტით შეუძლია
არგუმენტირებული მსჯელობა,
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.იცავს დროის ლიმიტს
|
ჯგუფური მუშაობა
|
ნაკლებადაქტიურია,ვერ
აცნობიერებენ ჯგუფური მუშაობის მიზნებს,უჭირთ ერთმანეთის მოსმენა
|
საშუალოდაქტიურია.ჩართულია
ჯგუფურ მუშაობაში ყველა. უსმენენ ერთმანეთს.
|
აქტიურია. აქვთ ლიდერობის უნარი. პასუხობენ კითხვებს , იცავენ
ლიმიტს.
|
შეფასების რუბრიკა:
დავალების ადეკვატურობა
|
დავალება ადეკვატურად აქვს გაგებული
და მსჯელობა სწორადაა
წარმართული
|
0-1-2
|
მსჯელობის დასაბუთება
|
რეფერატის ორგანიზება (რეფერატის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი,
დასკვნები)
|
0-1-2
|
ტექსტის
ორგანიზება
|
ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, მსჯელობა თანმიმდევრულია,
აბზაცები სწორადაა გამოყოფილი
|
0-1-2-3
|
ზოგადი განათლება და ინტელექტი
|
ნაშრომში
გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არა შაბლონურობა
და ზოგადი განათლება.
|
0-1
|
მართლწერა
|
ტექსტში დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომებისა
და სტილისტური ხარვეზების რაოდენობა დასაშვებია და არ უშლის
ხელს მოხსენების აღქმას.
|
0-1-2
|
ჯამური
ქულა
|
10
|
Comments
Post a Comment