კვლევა
„პროექტებით სწავლებით
სწავლის მოტივაციის ამაღლება’’ ქართულ ენასა და
ლიტერატურაში
კორბოულის N 2 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნათია გაფრინდაშვილი
2018 წელი
შესავალი
ნაშრომი
წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფ. კორბოულის II საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს, რომელიც შეეხება: „პროექტებით
სწავლების მნიშვნელობას სწავლის მოტივაციის
ამაღლებისათვის. როგორც ვიცით, მოტივაციის
ამაღლება ,სწავლა სწავლების პროცესში, უდუდეს როლს თამაშობს და დიდი მნიშვნელობა
ენიჭება სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის ისეთ სასწავლო აქტივობებსა და გარემოს შექმნას, რომელიც შემდგომ გააუმჯობესებს
მოსწავლეთა აკადმიურ მიღწევებს.
ნაშრომი ეხება, X კლასში, სწავლის მოტივაციის ამაღლებას პროექტებით სწავლებით .
ნაშრომი შედგება რამდენიმე თავისაგან. I თავში მოცემულია
ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი
საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები. II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და მისი განხორციელების გზებს. III თავში
მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები მოტივაციის ამაღლების შესახებ.
IV თავი მოიცავს ინფორმაციას
კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის
ვადების შესახებ. V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს.
VI თავში განხილულია ინტერვენციის
დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების
ეტაპები. VII თავში აღწერილია კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
კორბოულის N 2
საჯარო სკოლაში სწავლობს
258 მოსწავლე.
დაწყებით საფეხურზე-107 მოსწავლე, საბაზო
საფეხურზე- მოსწავლე, საშუალო საფეხურზე-99 მოსწავლე, სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,
რაც ადმინისტრაციის მოსაზრებით, საშუალებას
იძლევა ხარისხიანად წარიმართოს
სწავლა-სწავლების პროცესი, რამაც
ხელი უნდა შეუწყოს სწავლების მოტივაციის ამაღლებას. პრაქტიკული კვლევა, როგორც ცნობილია გულისხმობს თანამშრომლობით, მიდგომას. თანამშომლობითი მიდგომა ცვლილებისადმი წინააღმდეგობის
გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება გარკვეული
ცვლილებების დანერგვა.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დაწყების წინ
განვსაზღვრე თუ რა ფაზებად შემეძლო დამეყო
კვლევის ეტაპები:
1.საკვლევი თემის განსაზღვრა , მისი აქტუალურობა/თემის შერჩევა და მიზნის ჩამოყალიბება.
2.
საკითხთან დაკავშირებული არსებული
კვლევებისა
და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
3.კვლევის ამოცანის
განსაზღვრა და მეთოდის შერჩევა .
4.მონაცემთა შეგროვება;
5.მონაცემთა ანალიზი,
რომელიც
კვლევის
ყველაზე
საინტერესო
და ამავე
დროს
ყველაზე რთული
საფეხურია;
6.მოქმედების
სტრატეგიის
შემუშავება
და მისი
პრაქტიკაში
დანერგვა,
რაც ნიშნავს ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას .
7.მოპოვებული
ცოდნისა და
გამოცდილების
პრეზენტაცია.
პრობლემის განსაზღვრა
ჩემ მიერ სასწავლო წლის განმავლობაში დაკვირვების
, კოლეგებთან აზრის გაცვლის, მოსწავლეთა
და მშობლებთან ურთიერთობის, ასევე ტრენინგებზე და ლიტერატურის გაცნობის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც გავლენას ახდენს
სწავლის ხარისხზე. ესენია: სოციალური გარემო, სასწავლო რესურსები, მასწავლებლის კვალიფიკაცია,
მოსწავლეთა მოტივაცია, პოზიტიური სასწავლო გარემო და ა. შ . ამ ჩამონათვალიდან მოსწავლეებისა
და მშობლების, ასევე კოლეგების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, ამიტომ საკვლევ საკითხად ავირჩიე ,,ქართული ენისა
და ლიტერატურის“ სწავლის დროს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და
მოტივაციის ამაღლების გზის მოძიება.“
კვლევის დაწყებამდე განვსაზღვრე ის საკითხები, რომელთა ცოდნა მე, როგორც პედაგოგს დამეხმარება და მჭირდება კვლევის ჩასატარებლად:
კვლევის დაწყებისათვის მე მჭირდებოდა შემესწავლა :
1.
როგორ უნდა ჩამეტარებინა კვლევა;
2.
როგორ უნდა შემედგინა კითხვარი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა კვლევის მიზანთან;
3.
რა რაოდენობის
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად იქნებოდა კვლევის შედეგი რეალური მდგომარეობის ამსახველი;
4.
როგორ
უნდა გამეხორციელებინა ინტერვენცია.
5.
მონაცემთა
ანალიზის შედეგად უნდა გავაკეთო დასკვნები;
6.
როგორ
მოვახდინო კვლევის შედეგების ინტერვენცია.
საკვლევი პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება
ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ
სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ
მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე – ბავშვის ქცევაში წარმოშობილ
პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
ხშირად მოსწავლის მოტივაციის დაქვეითება სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის
გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი
ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო
პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ,
უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობა,
მოტივაციის ამაღლება და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ.
ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა
და მოტივაცია
შევუქმნათ.
ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს
უჩენს.
სასკოლო
მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3
საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას
გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება
მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების
პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-8,მე-9, მე-10, მე-11 კლასებში.
სკოლაში
სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის
პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების
თანამედროვე
მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი,
მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
ქართულის სწავლებისას საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა მოტივაციას ყველაზე
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ,მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი
უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკლასო აქტივობებში. მოსწავლეებთან მიმართებაში აუცილებელია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემაა:
ü რატომაა რომ, მაგალითად, ერთ მოსწავლეს აქვს მაღალი მოტივაცია სწავლისადმი ,მეორე კი ტელევიზორის
ყურებას არჩევს ?
ü რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე სწავლას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს.
ü ყურადღებით ასრულებს მოსწავლე დავალებას თუ მექანიკურად?
ü რას იზამს მოსწავლე, მთლიანად შეასრულებს დავალებას თუ
მხოლოდ მის ნაწილს?
ü მოსწავლე სიამოვნებას იღებს სწავლისას თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?
მასწავლებელი ვალდებულია,
იზრუნოს მოსწავლეებში შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე სანამდე არ დარწმუნდება,
რომ გარეგანი და შინაგანი მოტივაცია მუშაობს
და ჩართულია სწავლის პროცესში. ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მიტივაციის ამაღლებაზე. ერთ-ერთი
ვარაუდი,
ჩვენი აზრით,
არის
სიღრმისეული
ცოდნის
არქონა,
რაც
გამოწვეულია
იმით,
რომ
სწავლა
არის
ნიშანზე
ორიენტირებული.
მეორე ვარაუდი, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემის მოგვარების გზა, არის პროექტებით სწავლება და მათი დაინტერესება საგნის მიმართ. ამიტომ ყურადღება გავამახვილე
მეორე ვარაუდზე და განისაზღვრა
საკვლევი
ჯგუფი, გადვწყვიტე გამეხორციელებინა კვლევა, საშუალო საფეხურზე
X
კლასში, სადაც მოსწავლეების
პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანია.
სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი პროექტების გაკეთება, რომელიც მოსწავლეებს მიცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს თუ
რომელ პროექტზე იმუშავებს.
ჩემი მიზანი იყო დამედგინა კვლევის დროს თუ, რამდენად ინტენსიურია
პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესში და უწყობს თუ არა ხელს ეს სწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდას; რამდენად არის გამოყენებული პროექტებით სწავლება და როგორ
აისახება ის სწავლის ხარისხზე და ბოლოს პრაქტიკის კვლევის მიზანი არა მარტო ახალი ცოდნის შეძენაა, არამედ შედეგების გაუმჯობესებაც.
ამის
გამო, ჩემი მიზანია , ქართულის სწავლების პროცესში დავადგინო ის
მიზეზები,რომლებიც
იწვევს მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას , დავსახო ამ
მიზეზების გამოსწორების გზები და საგაკვეთილო
პროცესში გავითვალისწინო კვლევის შედეგები,
რაც გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. კვლევის შედეგი სასარგებლო იქნება
მასწავლეებისთვისაც, რადგან კვლევის
განხილვა მოხდება კათედრის შიგნით. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვანია ყველა
საგნის შესწავლის დროს, მათ შეუძლიათ თავისი სასწავლო საგნების შესაბამისად მოახდინონ
კვლევის შედეგების ტრანსფერი და ადაპტირება გააკეთონ სასწავლო საგნის შესაბამისად
, აღმოფხვრან დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები , ეს გააუმჯობესებს სწავლის
ხარისხს შესაბამის საგანში.
საკითხთან
დაკავშირებული
არსებული
კვლევებისა
და
ლიტერატურის მიმოხილვა და
ანალიზი;
არაერთი კვლევა ჩატარებულა და
ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი მრავალფეროვნი სასწავლო აქტივობების
გამოყენებით,
რა სარგებლობასთან სირთულეებთან
არის ასეთი გაკვეთილის დაგეგმვა დაკავშირებული და ზოგადად. საშუალო სკოლაში განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება გაკვეთილის იმგვარად დაგეგმვას, რომ გეგმის თითოეული კომპონენტი შეესაბამებოდეს
მოსწავლეთა
შესაძლებლობებს, ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს
და ხელს უწყობდეს შინაგან მოტივაციას. ინტერესის
აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ენიჭება პროექტებით სწავლებას.. იგულისხმება არა სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მასწავლებელის მიერ მოძიებული ინფორმაცია რომელიც ამ მომენტში შეუძლია თავისი მასალის კონტექსტუალიზაცია და სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად კონკრეტულ ჯგუფზე მორგება, რომელიც ემსახურება მის ხელთ არსებული სახელმძღვანელოს მოდიფიცირებას და გამდიდრებას.მასწავლებლის მიერ პროექტების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის პროექტში ესა თუ ის აქტივობა მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად.ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პროექტებით სწავლებისას მოსწავლე, კომფორტულად იგრძნობს თავს და ექნება რწმენა, რომ შეძლებს სწავლას. ამის მისაღწევად აუცილებელია, პროექტებით სწავლება აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
აღძვრასა და შინაგანი მოტივაციის შექმნაში დიდი როლი ენიჭება პროექტებით სწავლებას.. იგულისხმება არა სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მასწავლებელის მიერ მოძიებული ინფორმაცია რომელიც ამ მომენტში შეუძლია თავისი მასალის კონტექსტუალიზაცია და სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად კონკრეტულ ჯგუფზე მორგება, რომელიც ემსახურება მის ხელთ არსებული სახელმძღვანელოს მოდიფიცირებას და გამდიდრებას.მასწავლებლის მიერ პროექტების დამუშავებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის პროექტში ესა თუ ის აქტივობა მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად.ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პროექტებით სწავლებისას მოსწავლე, კომფორტულად იგრძნობს თავს და ექნება რწმენა, რომ შეძლებს სწავლას. ამის მისაღწევად აუცილებელია, პროექტებით სწავლება აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.
არ
მოახდინოს მოსწავლეზე ზეწოლა, არ დაძაბოს და შეაშინოს იგი.
2. მისმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის
თვითრწმენისა და თავდაჯერების განვითარებას,ამიტომ მისი გამოყენებით მიმდინარე აქტივობები
უნდა იყოს საინტერესოდ გამომწვევი და დაძლევადი.
3. პროექტი უნდა იძლეოდეს უკუგებას სწავლის პროგრესის შესახებ, ეხმარებოდეს
მოსწავლეებს საკუთარი თავის შეფასებაში და უბიძგებდეს მათ,იკისრონ პასუხისმგებლობა
თავიანთ სწავლასა და პროგრესზე.
4. პროექტებით სწავლების მეთოდიკა უნდა ითვალისწინებდეს
იმას, რომ სწავლის პროცესში,მოტივაცია ნელ-ნელა გაზარდოს,
თანდათანობითია და არა უეცარი და მომენტალური.
გაკვეთილის მიზნის მისაღწევად, ამა თუ იმ
სასწავლო მასალის ასათვისებლად მასწავლებელი პროექტებით
სწავლებისას ქმნის საბოლოო პროდუქტს . ეს შეიძლება იყოს
· კედლის გაზეთი
· ბროშურა
· საპრეზენტაციო მასალა;
· კედლის გაზეთი
· ბროშურა
· საპრეზენტაციო მასალა;
·
სტატია
იმისთვის, რომ მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტი იყოს ეფექტური და ამ შრომისთვის
დახარჯულმა დრომ ნაყოფი გამოიღოს, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი მიდგომები:
- მასწავლებლის მიერ ჩატარებული პროექტ გაკვეთილი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების გამოცდილებას,
მათ გარშემო არსებულ სინამდვილეს.
- პროექტმა უნდა მოახდინოს ინტერაქციის
სტიმულირება.მასწავლებლის მიერ განხორციელებული პროექტი მოსწავლეებს უნდა აძლევდეს მუშაობისა და ინტერაქციის
საშუალებას ,რეალურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად
მიახლოებულ სიტუაციებში.
- სასწავლო პროექტმა
უნდა უბიძგოს
და გეზი მისცეს მოსწავლეებს სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განსავითარებლად
და დასახვეწად.
- პროექტმა მოსწავლეებს საგაკვეთილო მასალის ჩაღრმავების საშუალება უნდა მისცეს.
ამრიგად, მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი , რომ, ერთი მხრივ, იხელმძღვანელოს ეროვნული სასწავლო გეგმით და, მეორე მხრივ , სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო , სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი
. მასწავლებელს
ჭირდება უამრავი რესურსი, თვალსაჩინოება , რათა მასალა ამომწურავად მიაწოდოს მოსწავლეებს.
რატომ არის სასწავლო პროცესში
პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანი?
და რატომ გააჩნია ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებას
შემდეგი უპირატესობები .
·
პროექტი ეხმარება მოსწავლეს გაკვეთილის
უკეთ გაგებაში.
·
პროექტი საშუალებას იძლევა
თვალსაჩინო გავხადოთ ესა თუ ის მოვლენა.
·
სასწავლო
პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო.
·
ხდება
მოსწავლეთა მეტი ჩართულობა.
·
იზრდება
მოსწავლეთა მოტივაცია.
·
პროექტებით სწავლება ეხმარება
მოსწავლეს
დაეუფლოს სიღრმისეულ ცოდნას.
კვლევის ამოცანის განსაზღვრა და მეთოდის
შერჩევა.
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
1.
რა ღირებულება აქვს პროექტებით სწავლებას სწავლების პროცესში?
2.
რამდენად უზრუნველყოფს, პროექტებით სწავლება სწავლა–სწავლების ხარისხის
ამაღლებას?
3.
ეხმარება თუ არა
პროექტებით სწავლება საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
4.
რა სირთულეებსა და პრობლემებს წარმოქმნის პროექტებით სწავლება საგაკვეთილო პროცესში?
მიზნის მისაღწევად და ამოცანების განსახორციელებლად მოხდა კვლევის იმ მეთოდების შეჩევა , რომელმაც
, როგორც კვლევის ხელმძღვანელს მომცა საშუალება მომეხდინა ინფორმაციის შეგროვება და
დამესახა გადაჭრის გზები. ეს მოეთოდები იყო:
·
მოსწავლეთა ანკეტირება;
·
მასწავლებელთა ინტერვიურება;
·
მშობელთა გამოკითხვა.
·
მონაცემების შეროვება
და დამუშავება/ანალიზი;
ინტერვეცია.
რეკომენდაციების შემუშვება;
ამავდროულად ვახდენდი კვლევის
პროცესში
ე.წ. კვლევის დღიურის წარმოებას, რომელშიც შევიტანეთ დაკვირვებისშედეგები, საკუთარი იდეები,
გეგმები, ინტერვიუები მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.
როგორც უკვე აღვნიშნე, კვლევის სანდოობის გაზრდის
მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
ინტერვიუები, მოსწვლეთა ანკეტირება, მონაცემთა
შეგროვება/ანალიზი, ფოკუს-ჯგუფები, კითხვარები.
მეორადი მონაცემების
ანალიზი –
მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს არამარტო არსებული სასკოლო აქტივობების გამოყენების შესწავლას არამედ შედეგების გაუმჯობესებაცაა.
ფოკუს-ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო მიგვეღო მშობლებისაგან და მასწავლებლებისაგან
ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა კითხვარების
შედგენაში. ფოკუს-ჯგუფის ჩატარდა მეეათე კლასის
მოსწავლეების მშობლებთან და პედაგოგებთან, მონაცემთა შეგროვების აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო მშობელთა და პედაგოგების დამოკიდებულება
(ზოგადი ფონი) შესწავლა, რაც ასევე დამეხმარა
კვლევის წარმართვასა და კითხვარების
შედგენაში.
კითხვარები აღნიშნულ მეთოდს მივმართეთ, რათა პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე:
რა ღირებულება აქვს პროექტებით სწავლებას
მასწავლებლებისთვის;
რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის მისი გამოყენება. კითხვარი მომზადდა, როგორც მასწავლებლებისთვის
, ასევე
მეათე კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის. კითხვარები
გავატანე სახლში.მშობლებმა შევსებული კითხვარები
კვლავ დამიბრუნეს, ხოლო პედაგოგებთან
მოვახდინე სკოლაში შევსება. შეგროვილი კითხვარების რაოდენობა ზოგად წარმოდგენას
ქმნის და მოსაზრებებს პროექტებით სწავლების
გამოყენებასთან დაკავშირებით.
ინტერვიუმ საშუალება მომცა მასწავლებლებში განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება პროექტებით სწავლებისადმის. ასევე დამეხმარა გამერკვია, რამდენად ნათელია და რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლების
გამოყენებას და რისთვის
არის საჭირო. კითხვარის შევსება მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუს საფუძველზე, ამით
შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია:
ü რამდენად უწყობს ხელს პროექტებით სწავლება მოტივაციის ამაღლებას.
ü გაკვეთილო პროცესი არის თუ არა სახალისო
და საინტერესო.
ü რამდენად ეფექტურია პროექტებით ჩატარებული გაკვეთილი.
ü რა უპირატესობა აქვს
პროექტებით სწავლებას მათთვის.
კვლევის ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლების იდენტიფიცირება
|
X
|
||||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის
შემუშავება
|
X
|
X
|
|||||||
კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები
|
X
|
X
|
|||||||
მეორადი მონაცემების შეგროვება
|
X
|
X
|
|||||||
მეორადი მონაცემების ანალიზი
|
X
|
X
|
|||||||
ფოკუს ჯგუფი
კვლევის მონაწილეებთან კითხვარის შედგენისთვის
|
X
|
||||||||
კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
X
|
||||||||
გამოკითხვა
|
X
|
||||||||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
X
|
X
|
|||||||
ინტერვენციის განხორციელება
|
X
|
X
|
|||||||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
|||||||
რეკომენდაციების შემუშავება
|
X
|
X
|
კვლევის
შედეგები
კვლევის
ჯგუფის მუშაობა.
აღმოჩნდა,
რომ მეეთე კლასში შემსვლელი
პედაგოგები ერთხმად აღიარებენ
პრობლემას, რომ სწავლის მოტივაცია
ამ კლასში არის დაბალი,თუმცა პრობლემის
გამომწვევ მიზეზებს
სხვადასხვას ასახელებენ,
გამოთქვავნ ვარაუდებს
სიტუაციისგასუმჯობესებლად.
მუშაობა წარვმართეთ სამ ძირითად ეტაპად:
პრობლემის შესწავლა,
ცვლილებების დაგეგმვა,
ცვლილებების განხორციელება.
ფოკუს-ჯგუფიდან მიღებული
ინფორმაციის საფუზველზე შევადგინეთ
კითხვები, რომლის მიზანის
იყო დაგვედგინა , თუ რა ღირებულება
აქვს მათთვის პროექტებზე მუშაობას,რა პრობლემებს
წარმოშობს მისი
ხშირი გამოყენება და როგორ წარმოუდგენიათ
აღნიშნული პრობლემების მოგვარების
გზები.
მეათე კლასის პედაგოგთა ნაწილი
ფიქრობს, რომ პროექტებით
სწავლება საგაკვეთილო პროცესში, მისაღებია,
რადგან ეს მათ ეხმარებათ
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში, საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობაში და ასევე თემის სიღრმისეულ
წვდომაში გაკვეთილის
კარგად წარმართვასა
და თვითშეფასებაში. პედაგოგთა ნაწილმა
კი აღნიშნა, რომ არ არის მისაღები
პროექტებით სწავლება საგაკვეთილო
პროცესში, როცა კითხვა ეხებოდა
თუ რა სიხშირით შეიძლებოდა პედაგოგს განეხორციელებინა
პროექტებით სწავლება
აღმოჩნდა,
რომ
პედაგოგებისთვის
პროექტებით
სწავლებას
სხვადასხვა
დატვირთვა
აქვს. ზოგი მიიჩნევს , რომ
ის
გამოყენებული
უნდა
იქნეს თემის გავლის შემდეგ, ზოგის აზრით
კი
მხოლოდ
თავის
გავლის
შემდეგ
უნდა
იქნეს
გამოყენებული.
ნაწილის
მოსაზრებით
კი
თვეში
ერთჯერ.
თვეში ერთხელ -15 %
თემის გავლის შემდეგ - 60 %
თავის გავლის შემდეგ -25%
პრობლემის
შესწავლის მიზნით და კვლევის ერთ-ერთ მეთოდად
გამოვიყენეთ მეორადი მონაცემების ანალიზი, და დადგინდა, რომ პროექტის შეტანის
დროს მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, სიღრმისეულად
ჩასწვდნენ მასალასა და დინტერესდნენ საგაკვეთილო
პროცესით.
კითხვარის
მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მშობლის მოსაზრებები ყოფილიყო ცნობილი, რომელებთანაც კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღება ბავშვების საშუალებით მოხდა, მათი ანალიზის საფუძველზე
გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციები.
მშობელთა უმრავლესობამ 20%-მა) აღნიშნა,
რომ მათი შვილები ინტერესით და ხალისით ეკიდებიან ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც.
პროექტთან არის დაკავშირებული, 65% -ი ფიქრობს,
რომ ნებისმიერ სახის პროექტი მის შვილს
მოტივირებულს ხდის საგნისადმი, 15% კი აღნიშნავს, რომ პროექტით გაკვეთილი არ არის საინტერესო
და დამღლელია.
ინტერვენცია განვახორციელე მე. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე დღიდან შევუქმენი მოსწავლეებს
დადებითი განწყობა, დავსახე რეალური
მოლოდინები, მოსწავლეებს მივეცი
მითითებები პროექტში სხვადასხვა აქტივობებისათვის და დავალებები მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. არც
ისეთი ძნელი, რომლის შესრულებაც შეუძლებელია, და არც ძალიან ადვილი.
გაკვეთილის მიმდინარეობისას
გამოვიყენეთ რაც შეიძლება ბევრი სურათი, ნივთი, და სხვადასხვა კინო ფილმი, აუდიო-ვიდეო
მასალა, რათა სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო იყო.სოციალური
გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეები
ვამუშავე ჯგუფებში, წყვილებში. ასეთი
ურთიერთობამ კი ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი
ურთიერთობების დამყარებას.
კვლევის
შედეგების ანალიზის შემდეგ მოვახდინე მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში
დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას,
გამოცდილების შეძენას, სხვადასხვა უნარების
გაუმჯობესებას
და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას. გავამდიდრე სასწავლო
პროცესი, კერძოდ , შევიტანე დამატებითი კლსგარეშე აქტივობები, მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით
და სწავლების ახალი მეთოდების და სტატეგიების
გამოყენებით.
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები
რადგან მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან
მოტივაციაზე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად ჩართულია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მსვლელობაში, მოსწავლეებს გავაცანი სასწავლო მიზნები, ვცდილობ
მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში,გამოვიჩინო ინტერესი მოსწავლისა
და მისი ინტერესებისადმი. ვცდილობ გაკვეთილი წარვმართო მშვიდად. ვიზიარებ მათ აზრს, შემიძლია ვაღიარო რომ მისი გადაწყვეტილება ან მიგნება
ჩემთვის სიახლეა და საინტერესოა, თუმცა ყოველთვის
ვთხოვ დაასაბუთონ თავისი მოსაზრება.ვცდილობ არ განვასხვავო დაბალი და მაღალი აკადემიური
მოსწრების მქონე მოსწავლეები, არ მიუთითო შეცდომებზე.
მიუხადავად იმისა, რომ ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი, (კვლევამ მაჩვენა,რომ სხვადასხვა ეტაპზე, მაინც
ვიხრებოდი მაღალი აკადემიური შესაძლებლობების ბავშვებისკენ
და ნაწილობრივ უყურადღებოდ მრჩებოდა დანარჩენი
მოსწავლეები.) ამ მიმართულებით კიდევ მაქვს
საკუთარ თავზე სამუშაო და მომავალში მუდმივად უნდა გამოვიკვლიო მოსწავლეთა აზრი. საგაკვეთილო
პროცესის წარმართვის დროს ვცდილობ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო, რადგან
ამ მიმართულებითაც მოსწავლეებს აქვთ გარკვეული
შენიშვნები. ვცდილობ გაკვეთილზე გავაკეთო სიტუაციური ანალიზი, სადაც ჩართული იქნება თანაბრად ყველა მოსწავლე. გავამდიდრე სასწავლო
პროცესი, კერძოდ , შევიტანე
დამატებითი კლსგარეშე აქტივობები, მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით
და სწავლების ახალი მეთოდების და სტატეგიების
გამოყენებით.
• სხვადასხვა
აქტივობებით ვახდენ მოსწავლეთა
გააქტიურებას. ეს არის მოსაძიებელი ინფორმაცია თუ სხვა.
• ჩავრთე
მოსწავლეები სხვადასხვა ინსტრუმენტის
მომზადებაში, კერძოდ პრეზენტაციის შედგენაში
• დავგეგმე გაკვეთილები
დიფერენცირებული სწავლების მეთოდოთ.
• გამოვიყენე
უნიშნო აქტივობები. ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე
გადაირთვება.
• შეცდომებზე
სწავლება, ვფიქრობ,საუკეთესო შედეგის მომცემია მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ
სწრაფვის დასაწყისად.
• ყოველთვის
ვცდილობ მივაწოდო მოსწავლეებს
დადებითი უკუკავშირი.
• კარგ შედეგს მაძლევს, როცა ნიშანთან ერთად მოსწავლეს
ვაძლევ განმავითარებელ კომენტარს.
• ყველა
მოსწავლეს ვუსმენ.
მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, მოტივაციაზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს, შინაარსთან მიმართებაში, არჩევანის
გაკეთებამ. კვლევამ ამ მიმართულებით აჩვენა, რომ
არის პრობლემები. რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ. ასევე უფრო მეტად ვიყენებ შემოქმედებითობის
და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ სტრატეგიებს(დისკუსიები,დებატები)
რაც იწვევს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებას. კვლევამ მაჩვენა, რომ მეტად უნდა მივაქციო ყურადღება სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრას. ამიტომ ვცდილობ სასწავლო მასალოს შესწავლის წინ ვაჩვენო საკითხის მნიშვნელობა
პრაქტიკული გამოყენების კუთხითაც, ასევე
მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვუკვირდები მათ ქცევას. შემოვიღე
შემთხვევითი დაჯგუფების დროს სპეციალური მეთოდი.
მოსწავლის მოტივაციაზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს შინაარსთან მიმართებაში
არჩევანის არსებობამ. ამიტომ შემაქვს, მინიმუმ სამი თემა,საიდანაც თვითონ ირჩევენ სასურველ
დავალებებს დასაწერად.
რადგან
მოსწავლეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში ქართულის ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევები სწავლებასს ხვადასხვა დისციპლინებთან კავშირში განვიხილავ. ისტორიის გაკვეთილი ქართულის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია და ასევე პირიქით. ასევე ხელოვნების გაკვეთილები. მოსწავლეებს უნდა დავანახო, რომ ქართულის ცალკე განყენებული საგანი კი
არ არის არამედ მჭიდრო კავშირშია
სხვადასხვა დისციპლინებთან. გააკეთეს პროექტი, რომელიც კავშირშია დღევანდელობასთან
, აქტუალურია და კავშირშია სხვადასხვა საგნებთან. რადგან მოსწავლეები ვერ ხვდებიან რომ მიღებული ცოდნით შესაძლებელია რთული
სიტუაციის თვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების
ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა-ამისთვის ვაძლევ ლოგიკურად სამსჯელო საკითხებს, კონკრეტულ სიტუაციაში პრობლემის გადაჭრის დროს როგორ მოიქცეოდნენ თვითონ.
ინტერვენციის შეფასება
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ კვლევიდან გამომდინარე, ინტერვენციის შეფასება მოხდა რამდენიმე პედაგოგთან,
და დასრულების შემდეგ ვთხოვე გამოეთქვათ
მოსაზრება. რამდენად შეუწყო ხელი პროექტებით
სწავლებამ სასწავლო პროცესში სწავლის მოტივაციის
ამაღლებას და შედეგების გაუმჯობესებას. მასწავლების
აზრით:
·
აუცილებელია დაიგეგმოს გაკვეთილები
მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით და აქტივობებით.
·
პროექტი უნდა იყოს სასწავლო სტანდარტთან და მოსწავლის ასკთან შესაბამისი;
·
პროექტ გაკვეთილი უნდა იყოს
სახალისო
და საინტერესოა, უნდა
მოხდეს მოსწავლეთა
მეტი ჩართულობა.
·
იზრდება
მოსწავლეთა მოტივაცია.
·
მისი გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას; მოხდება ცოდნის ტრანსფერი, განუვითარდებათ საგნებს შორის კავშირების დანახვის უნარი;
·
ის ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების კვლევა ძიების უნარის განვითარებას.
·
ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტებით
სწავლების დროს მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო
გავხადოთ ესა თუ ის მოვლენა.ამიტომ სასურველია მისი ინტენსიურობის მაქსიმალური გამოყენება, მოსწავლეების
მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტი: ცხრილების შედგენა, კლიპის დამზადება, ე.წ წიგნის შექმნა, ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას,
მოსწავლეები ხალისით იყენებენ და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ გაკვეთილების ჩატარების დროს მოხდა პედაგოგებს
შორის ურთიერთთანამშრომლობა, აზრთა გაზიარება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო კოლეგების
თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას. მოტივაციისთვის
მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების
შესაძლებლობა, თუმცა,კვლევამ ამ მიმართულებიც
აჩვენა, რომ არის პრობლემები. სამი პროექტიდან მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე,
იმუშავეს ერთზე, რადგან ერთი პროექტის შინაარსი მათთვის საინტერესო იყო.სწორედ, მსგავსი
პრობლმის დროს, ვცდილობ სხვაგვარად დავანახო მოსწავლეებს სხვადასხვა მასალის შინაარსის მნიშვნელობა. ამიტომ ვცდილობ, სასწავლო მასალის შესწავლის წინ ვაჩვენო საკითხის მნიშვნელობა
პრაქტიკული გამოყენების კუთხითაც, ვიყენებ
შემოქმედებითობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ სტრატეგიებს, რაც
იწვევს მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტებით სწავლების დროს მოხდა პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა,
აზრთა გაზიარება რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო კოლეგებს შორის თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას.
მიგნებები, რეკომენდაციები
მიგნებები
ინტერვენციების განხორციელების
შედეგად შემდეგი საკითხები გამოიკვეთა:
1.
პედაგოგები ხშირად შეუძლებლად
აღიქვამენ პროექტ გაკვეთილებს ჩატარებას და უპირატესობას ანიჭებენ სხვა ჩვეულებრივ გაკვეთილს.
2.
ნაწილი პეადგოგებისა ამბობს, რომ პროექტ გაკვეთილებზე
მუშაობა შესაძლებელია,თუნდაც მოკლე ვადიანი
პროექტებით, შესაძლებელია მოსწავლეებში მოხდეს მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაზრდა. ნაწილს მიიჩნევს, რომ მასწავლებელმა
უნდა ასწავლონ პროექტებით და რა აქვს მნიშვნელობა რა ვადიანი იქნება ის.
3.
აღმოჩნდა, რომ სკოლაში
პედაგოგებისათვის პროექტებით სწავლება პრობლემატური საკითხია, რადგან მათი თქმით ეს
შეუძლებელია სხვადსხვა მიზეზების გამო. არ არიან გარკვეული თვეში ერთხელ ჩაატარონ პროექტ
გაკვეთილი თუ თემის და თავების გავლის შემდეგ.
რეკომენდაციები
კვლევის შედეგად შევიმუშავე
რეკომენდაციები;
1. თუ გვინდა სწავლის ხარისხის და სწავლის მოტივაციის ამაღლება
საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის.
2.
შეიქმნას სკოლაში პროექტებით სწავლებისათვის
ბაზა, რაც დაეხმარება პედგოგებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში.
3.
ასევე ადმინისტრაციისთვის
მონიტორინგის თვალსაზრისით: ადმინისტრაციას საშუალება ექნება დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს
პროექტებით სწავლების სასწავლო პროცესი . რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოტივაციის ამღლებას , მოსწვლეთა
ჩართულობას და მასალის სიღრმისეულ ცოდნას.
4.
ამავე დროს აუცილებელია შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება, როცა ერთი თემატიკა მუშავდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში და ბოლოს ხდება განვლილი მასალის თავმოყრა, შეძენილი ცოდნისა და უნარების შეჯამება. მასწავლებელმა წინასწარ დაგეგმოს შემაჯამებელ გაკვეთილამდე განსახორციელებელი აქტივობები. ამ შემთხვევაში შეძლებს წინასწარ გაითვალისწინოს, რა ინსტრუმენტებს (მათ შორის პროექტს) გამოიყენებს სწავლების პროცესში. მიმდინარე გაკვეთილების დროს ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება ისეთი თანმიმდევრობით, რომ მოსწავლე მუდმივად იღებდეს ახალ ცოდნას. მაგ. მასწავლებელმა მოსწავლეები ჯერ უნდა ამუშაოს ცხრილების, გრაფიკების ან ასოციაციური რუკების შედგენაზე, შემდეგ გაკვეთილებზე გააკეთებინოს პრეზენტაციები, გადაღებული ან ინტერნეტში მოძიებული სურათებით და ვიდეოებით დაამონტაჟებინოს კლიპი და ა.შ. აქტივობები ისე შეიძლება დაიგეგმოს, რომ მოსწავლეთა მიერ რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში შექმნილი მასალებით შემაჯამებელი გაკვეთილისთვის თემატიკის გარშემო შეიქმნას ერთიანი პროდუქტი.
5.
პროექტში გამოყენებული იქნას ისეთი აქტივობები,რაც მოსწავლეებს განუვითარებს
აზროვნების, შემოქმედებითობის, კვლევა-ძიებისა ,კრიტიკული და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
6.
მიეცეს მოსწავლეებს საშინაო
დავალებები, შექნან საბოლოო პროდუქტი (კედლის
გაზეთი, ბროშურა, პრეზენტაცია სტატია და ა. შ ) საგაკვეთილო პროცესისათვის.
დასკვნა
სკოლაში, X კლასში, განვახორციელე პრაქტიკული კვლევა. აღნიშნული კვლევის
მიზანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლის
მოტივაციის ამაღლება პროექტებით სწავლებით. კვლევის ფარგლებში მოხდა მოსწავლეთა,მასწავლებელთა
და მშობელთა გამოკითხვა და ამ გამოკითხვის ანალიზის განხილვა. ანალიზის შედეგად განხორციელდა
ინტერვენცია.ინტერვენციის მიზანი იყო დამენახა ეტაპობრივად, სხვადასხვა აქტივობებისა და მიდგომების საშუალებით,კერძოდ პროექტებით სწავლებით
როგორ მაღლდებოდა მოსწავლეთა მოტივაცია ქართულ ენისა და ლიტერატურის სწავლებისას. ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებული პრაქტიკული
კვლევის საფუძველზე, რომლის მიზანიც იყო დაგვედგინა
კვლევის დროს თუ, რამდენად ინტენსიურია პროექტებით სწავლება და უწყობს თუ არა ხელს ეს სწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდას;
შემიძლია დავასკვნა, რომ მეათე კლასში;
ü პედგოგები ნაკლებად იყენებდნენ სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლებას. (შემოიფარგლებიან
ერთი ან ორი პროექტის გაკეთებით.)
ü მოსწავლეებს აქვთ სურვილი
იმუშაონ პროექტებზე და ამით გაიღრმაონ ცოდნა
ü მოსწავლეებმა
მეტ ნაკლებად იციან პროექტ გაკვეთილებზე
მუშაობა.(პროექტებზე მუშაობს მხოლოდ მაღალი შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დანარჩენები
ინერტულები არიან.
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და კვლევის
განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, გარდა ამისა არსებობდა იდეები, რომელთა განხორციელებაც ამ ეტაპზე
ვერ შევძელი, ამიტომაც, შევიმუშავეთ რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციასათვის
წარსადგენად. ვფიქრობთ, რომ ამ დროისათვის მხოლოდ მეათე კლასის მოსწავლლების, მათი მშობლების და პედაგოგების განწყობის შეფასება მოხდა , მნიშვნელოვანი იქნება გაგრძელდეს კვლევა და შევისწავლოთ თუ რა შედეგებს მოგვცემს განხორციელებული აქტივობები და მიგნებები სწავლის
მოტივაციის გაუმჯობესებაზე, მიგვაჩნია ,
რომ აღნიშნული ცვლილება უნდა დაინერგოს,
რათა გაიზარდოს პედაგოგებს
შორის ურთიერთ თანამშრომლობისა და სწავლა-სწავლების ხარისხი, ხოლო მოსწავლეებში მსჯელობის
კვლევა ძიების და ამასთანავე მოტივაციის ამაღლების უნარი.
ბიბლიოგრაფია:
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი .
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემის გზამკვლევი-II ნაწილი. 2016 წ.
6. როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები mastsavlebeli.ge/?p=281 სოფიკო ლობჟანიძე
7. როგორ
ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201 მიხეილ გიორგაძე
დანართი 1
მოსწავლეთა გამოკითხვის კითხვარი
1)გჭირდებათ თუ არა , ქართული ლიტერატურის სწავლათვის მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა აქტივობებით?
დიახ არა
2) გიმუშავიათ თუ
არა სხვადასხვა საგნებში პროექტებზე?
დიახ არა
3) იცით თუ არა პროექტებზე
მუშაობა?
დიახ
არა
4) პროექტ გაკვეთილებით
მუშაობა უფრო საინტერესოა, თუ სტანდარტული
გაკვეთილი?
-----------------------------------------------
5) პროექტ გაკვეთილებით უფრო სიღრმისეულად წვდებით მასალას თუ სტანდარტული
გაკვეთილით?
---------------------------------------------------------
6)საგაკვეთილო პროცესში,პროექტ გაკვეთილი
უზრუნველყოფს თუ არა მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას?
დიახ
არა
7) თვლით თუ არა ,
რომ მნიშვნელოვანია პროექტ გაკვეთილებით მუშაობა?
დიახ
არა
8) რამდენად ეფექტურია ხშირად პროექტ გაკვეთილები?
დიახ
არა
9) პროექტ გაკვეთილები ავითარებს თუ არა კვლევისა
მსჯელობისა და ანალიზის უნარს.
ა) არ უნვითარებს
. ბ) საშუალოდ უნვითარებს. გ) უნვითარებს.
10) რა არის თქვენთვის
პროექტ გაკვეთილ?.
ა) გასართობი, სახალისო გაკვეთილი.
ბ ) ახალი მასალის ათვისების ეფექტური საშუალება.
გ)სიღრმისეული ცოდნისდაუფლებისა და განმტკიცების
საშუალენა.
დანართი 2
მშობელთა კითხვარი
1.თქვენი შვილი კითხულობს თუ არა ქართულ ლიტერატურას?
დიახ
არა
2.თუ კითხულობს რამდენად
ხშირად კითხულობს ?
ხშირად
იშვიათად
3. ხდება თუ არა თქვენი
შვილის დაინტერესება პროექტ გაკვეთილებით მასწავლებლების
მიერ?
დიახ არა
4.საუბრობს თუ არა
პროექტ გაკვეთილების შესახებ სახლში?
დიახ
არა
5. პროექტ გაკვეთილით
უფრო მოტივირებულია სწავლისადმი თუ ჩვეულებრივი გაკვეთილით?
დიახ
არა
6. აძლევს თუ არა პროექტ გაკვეთილები თქვენს შვილს სიღრმისეულ
ცოდნას
დიახ
არა
7. ემზადებიან თუ არა სახლში პროექტ გაკვეთილებისთვის
თქვენი შვილები?
დიახ
არა
8. პროექტ გაკვეთილებით მიღებულ ცოდნას თუ იყენებენ
თქვენი შვილები ცხოვრებისეულ სიტუაციებში?
დიახ
არა
კვლევის ავტორი: ნათია გაფრინდაშვილი
2017-18
სასწავლო წელი.
რეფლექსია
მე,
კორბოულის N 2 საჯარო
სკოლის პედაგოგმა , ნათია გაფრინდაშვილმა , დავგეგმე და განვახორციელე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2017- 2018 სასწავლო წლის
სექტემბრის თვიდან ივნისის თვის ჩათვლით, X კლასში
.
კვლევის მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეებში, რამდენად
გახდიდა პროექტებით სწავლება ბავშვებს მოტივირებულებს სწავლისადმი
და რამდენად შეუწყობდა ხელს სწავლა
სწავლების პროცესს. კვლევა ვაწარმოე ერთ კონკრეტულ კლასში, მისი მიმდინარეობის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანი
იყო ჩვენი კოლეგების უშუალო მონაწილეობა და
მათი აზრის დაფიქსირება, ამისათვის კვლევაში შედეგებს ეტაპობრივად ვაცნობდი კათედრის წევრებს
და კლასში შემსვლელ პედაგოგებს. მინდოდა გამერკვია რა მდგომარეობაა მათ საგნებში აღნიშნული
საკითხის მიმართ, და საჭირო იყო თუ არა ამ მხრივ კოლეგების ერთობლივი ძალისხმევა სიტუაციის
გაუმჯობესებისათვის.
მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ კონკრეტულ და მეტად მნიშვნელოვან თემას
ჩავუღრმავდი, დავინახე, სად მჭირდებოდა მეტი მუშაობა, რომ მოსწავლეებში ამემაღლებინა
სწავლის მოტივაცია და გამეუმჯობესებინა სწავლა
-სწავლების ხარისხი. ყველაზე კარგად გამომივიდა კვლევის ანალიზი და მიგნეებები, მომეწონა მოსწავლეთა დისკუსია, მსჯელობა, იმის თაობაზე, რომელი
პროექტ გაკვეთილი იყო მათთვის საინტერესო და
სახალისო, როგორი მუშაობა იქნებოდა მათთვის
შედეგიანი და მიმზიდველი.
საინეტერსო იყო აგრეთვე მოსწავლეთა მშობლებთან მუშაობა , მათთან მეტი სანდოობის და ღიაობის მიზნით გამოვიყენე ანონიმური ანკეტირება.
შემდგომი ნაბიჯების უკეთ დაგეგმის მიზნთ, ვახდენდი გავლილი გზების შეფასებას კათედრის წევრებთან. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ რთული აღმოჩნდა ჩემთვის
კვლევა. დასაწყისში ვერ გავთვალე სწორად და
კვლევის დროს ჩიხში შევედი ,თუმცა ამ შემთხვევამ კარგად დამანახა გზა. ჩემი კვლევის მნიშვნელოვანი
წარმატება არის ის, რომ შევძელი
არსებული პრობლემის იდენტიფიცირება. შესწავლა და მისი გადაჭრის გზების ძიების აქტივობების
და რეკომენდაციების შემუშავება,
არსებულმა
კვლევამ აჩვენა, რომ მარტო გაკვეთილების ჩატარება
,თუნდაც ძალიან მაღალ დონეზე საკმარისი არ არის . საჭიროა მთელი რიგი სხვა ღონისძიებების ჩატარება იმისათვის
,რომ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. მოსწავლეთა
მოტივაციის დონე ამაღლდეს. სწავლა-სწავლების
ხარისხი გაუმჯობესდეს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ
კრიტიკული და ანალიტიკური, არგუმენტირებული
მსჯელობის, მასალის გაგება გააზრების უნარები.
ვფიქრობთ, ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა საგნის მასწავლებელმა და აგრეთვე
მშობლებმა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს
აუცილებელია მასწავლებელმა მოსწავლეებს განუვითაროს გამჭოლი კომპეტენციების უნარ-ჩვევები.
დაგეგმოს და განახორციელოს პროექტ გაკვეთილები,
სადაც მნიშვნელობა ენიჭება მასალის სიღრმისეულ ცოდნას და გაგება გააზრებას.
უნდა ვაღიაროთ, რომ დიდხანს ვფიქრობდით, შევძლებდით
თუ არა საკმაოდ შრომატევადი საქმის შესრულებას.
მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებოდი გაკვეთილებზე,
მოგვცა
უნარი იმისა , რომ შევჭიდებოდი ამ საქმეს. იმიტომ, რომ ჩვენი,
როგორც საგნის მასწავლებლების, ძირითადი მოვალეობაა გავაუმჯობესო მოსწავლეთა მიღწევები , აღმოვფხვრა ნაკლოვანებები
და ეს მოვახდინო ეფექტური საშუალებებით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დაგვეეწყო კვლევა კლასში. კვლევის
პროცესი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა.
სისტემატურად
ვახდენდი მიმდინარე შედეგების კოლეგებთან გაცნობას გასაუბრების გზით. როდესაც
კვლევის ანგარიში წარვადგინეთ რამოდენიმე კათედრაზე მათგან მივიღე ობიექტური უკუკავშირი, რამაც ერთხელ
კიდევ დამარწმუნა ურთიერთთანამშრომლობის ეფექტიანობაში.
და ბოლოს
უნდა აღვნიშნო, რომ ჩემ მიერ წარმოებულ კვლევას
და მის ანგარიშს რა თქმა უნდა გააჩნია გარკვეული ხარვეზი, მაგრამ უკვე შეგვიძლია, გავართვათ თავი შემდგომში უფრო რთულ გამოწვევებს და ვაწარმოოთ სკოლის საჭიროებების
კვლევა.
პატივისცემით:
კორბოულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი
ნათია გაფრინდაშვილი
22 ივნისი. 2017წელი
Comments
Post a Comment