სამოდელო გაკვეთილის გეგმები


1. გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:   ნათია გაფრინდაშვილი .  38001032699
საგანი:                                                                               ქართული
სწავლების საფეხური/კლასი:     საშუალო. XIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:     23
გაკვეთილის თემა:     ნიკო ლორთქიფანიძის   „შელოცვა რადიოთი“
გაკვეთილის მიზანი:      მთლიანი ტექსტის ანალიზზე დაყრდნობით მოსწავლეები შეძლებენ დაინახონ და გამოკვეთონ პრობლემა, გაავლონ პარალელები დღევანდელობასთან და ისაუბრონ მისი გადაჭრის გზებზე. მოსწავლეები გამოიმუშავებენ ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და კვლევა ძიების უნარ-ჩვევას.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
აქტივობა:საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება და მიზნის გაცნობა. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვახორციელებ აქტივობებს.




2 წთ


I-- ფაზა:  გამოწვწვა.
1აქტივობა :წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეები უსმენენ ნაწილ-ნაწილ აბზაცებს  და დასმულ კითხვებს სცემენ პასუხებს.
1. „ იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას. ისევ ძველებურად სევდიანი სილამაზით წარმტაცი იყო ტფილისი“.
რა აზრი იკითხება მოცემულ პასაჟში?
2. „ სახელად ელი დაარქვეს ნათლობის სახელი ძველებური ელპიდა საბუთებში დარჩა და დიდედის ლოცვაში მიწერილი ჩაკვდა“.
რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაწყვეტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ელპიდა ,სასოებას, იმედს ნიშნავს ?
3. „ მილიცია სარდალს სცემდა, იძარცვებოდა შაქრის საწყობები. ცხედრებს ძაღლებს მიუგდებდნენ საჭმელად. ტყვე ოსებს მთვრობის წარმომადგენელი ინტერნაციონალურ პროლეტარიატზე ესაუბრებოდა“.
რა წარმოდგენას გიქმნის ეს პასაჟი ეპოქაზე?
4. საქართველოს რომელი პერიოდია აღწერილი ნაწარმოებში?
5. ღწერეთ ამ პერიოდის ადამიანთა ყოფა-ცხოვრების სურათი?
6. რა მიზეზით გადაწყვიტა ელიმ სამშობლოს დატოვება?


კითხვა პასუხის რეჟიმი
ორგანიზება ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
6წთ
2
II-ფაზა:  სიღრმისეული წვდომა და პრობლემის გამოკვეთა
1აქტივობა:    ლიტერატურული კვლევა
მოსწავლეებს ჯგუფებში კითხვები ცალ-ცალკე ექნებათ მიცემული და გააკეთებენ პრეზენტაციას.

I ჯგუფი:  ციტატა: „საქართველოში უცხოელები ირევიან, არის ქაოსი, შეჭირვება, გაუფასურებული მამა, რომელსაც დაცინვით „მოფილოსოფოსო კავალერისტს“ ეძახიან, გაუქმებული ჩინ-მედლები...... ელი გარბის, რათა მოჯადოებული წრე გაარღვიოს, სიდუხჭირესა და უძრაობას თავი დააღწიოს, აქ ცხოვრება მისთვის სულის ბორკილია ,მაგრამ წასულმაც ვერ დააღწია თავი ბორკილებს, ახლა უკვე აწმყოს ტყვე გახდა“.
1. მოცემული პასაჟით რა პობლემის დანახვა შეგიძლიათ?
2. ვისი მხატვრული სახეა ელი გორდელიანი?
3. გაიხსენეთ ამავე თემატიკაზე შესწავლილი ნაწარმოებები?
II ჯგუფი: ციტატა: „ რამინოს გაყიდვამ ელი გორდელიანი დიდ სარკეში ჩაახედა ..... რა იყო რამინო ორი მდიდარი უცხოელის საქმიან ურთიერთობაში? - ცოცხალი ტვირთი. - ვინ იქნება შემდეგი? ალბათ მე, რომელსაც ასევე დაუნდობლად მოიშორებენ, როგორც რამინოს“.
1. რა პრობლემა ჩანს მოცემული პასაჟით ნაწარმოებში?
2. თქვენი აზრით ,რა იგულისხმება ამ მეტაფორაში “ რამინოს გაყიდვამ ელი დიდ სარკეში ჩაახედა“ ?
3.გაიხსენეთ შესწავლილი ნაწარმოები ან ფილმი, რომელშიდაც მოცემული პრობლემაა აღწერილი.

III-ჯგუფი:   „ქალი დაიხარა გველთა კუდები ზე აიტანა. ქალმა მოალერსე ხელები შემოავლო  გველების თავებს...სიყვარულით გაჟღენთილი, მინელებული თვალები ქვე დახარა და გაპობილი ბაგენი, უნდოდა დაეკონა ჭრელი მიჯნურებისათვის, რომ შემდეგ ყელსაბმურად შემოევლო....დარეტიანებული გედათ ტორტმანით დაეშვა ნოხზე...გადაისრიალეს ტანზე ურწმუნოებმა და სისინით გაიზლაზნენ კალათებისკენ. ქალმა თვალი გაახილა. პირის კანი დარბილებოდა შესახედავადაც კი.... მამა....უშველეთ....შელოცვა...შელოცვა გამომიგზავნოს“.
1.       თქვენი აზრით, რას ნიშნავს მეტაფორა:
გადაისრიალეს ტანზე ურწმუნოებმა

2.       იმსჯელეთ, რატომ მოითხოვა ელიმ  უკანასკნელ წუთებში ქართული ლოცვა?
3.რატომ არ უშველა ელის რწმენით მოთხოვნილმა ქართულმა შელოცვამ?
4.დაუკავშირეთ  ერთმანეთს სათაური „შელოცვა რადიოთი“ და ნაწარმოების  იდეა.

ჯგუფური მუშაობა
პრეზენტაცია

ჯგუფებში

კალამი,თაბახის ფურცელი

11წთ
3
III-ფაზა: რეფლექსია და შეჯამება
1 აქტივობა:  ასოციაციური რუკა
მოსწავლეები გამოკვეთილ პრობლემას სათითაოდ განიხილავენ:
1 ემიგრაცია და მისი მიზეზები ( მოსწავლეები ავსებენ ასოციაციურ რუკას).
რუკის შევსების შემდეგ მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს : არის თუ არა, თქვენს მიერ გამოკვეთილი პრობლემები ერთმანეთთან კავშირში?
2 აქტივობა:
ამის დასადგენად მოსწავლეები აგებენ „ პრობლემის სქემას“
სქემის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სქემაზე აწებებენ ფერად ფურცლებს ,რომლის საშუალებითაც პრობლემებს აკავშირებენ  ერთმანეთთან და ასევე ნაწარმოებებთან.
ასოციაციური რუკის შევსება






პრობლემების სქემა




მთელი კლასი
ფლიფჩარტი,მარკერი,ფერადი წებოვანი ფურცლები
15 წთ

3.       აქტივობა:  გაკვეთილის  შეჯამება, კითხვა-პასუხი
1. „დიდი გოდების მცირე ნაკადი“  ნაწარმოების ეპიგრაფია, რისი თქმა სურდა ამით  ავტორს?
1.დღეს რამდენად აქტუალურია ორივე პრობლემა?
2.ხომ ვერ გაიხსენებდით რომელიმე ფილმს ან ადამიანებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად  შეეხო ჩვენს მიერ განხილული პრობლემები?
3.თქვენი აზრით რა ღონისძიებები  უნდა გაატაროს სახელმწიფომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
4.აქტივობა.  გამოხმაურება პრობლემებზე.
მოსწავლეები სურვილისამებრ გააკეთებენ გამოხმაურებას მათ მიერ დანახულ პრობლემებზე და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.

გონებრივი იერიში









მთელ კლასთან მუშაობა








მთელ კლასთან მუშაობა










ფლიპჩარტი
6 წთ









2წთ
4
შეფასება:  მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და წინასწარ შემუშავებული  განმსაზღვრელი რუბრიკით.


მთელ კლასთან



2წთ
5
საშინაო დავალება
დაწერეთ თხზულება:  1.„დროს არ ვეყმით  ანუ განწირული სულისკვეთება“ 
ან   2. თავისუფალი  ესე
„ქართველ ემიგრანტთა გულისტკივილი“


მთელ კლასთან



1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
 მოსწავლეები ნაწარმოებში დაინახავენ და გამოკვეთენ პრობლემას. გაავლებენ პარალელს დღევანდელობასთან ისაუბრებენ მისი გადაჭრის გზებზე. გამოიმუშავებენ ანალიზის, მსჯელობის უნარ -ჩვევას.

კავშირი ე.ს.გ. სთან
ქართ. XII. 5. მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის  თვალსაზრისით.
·         ახასიათებს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, კულტურულ-სოციალურ გარემოს;
·         მსჯელობს, სად გამოვლინდა ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის ფასეულობები და  ღირებულებები;
·         კითხულობს სხვადასხვა ეპოქის, კულტურული კონტექსტისა და პრობლემების ამსახველ ტექსტებს და მსჯელობს მათ მსგავსება-განსხვავებაზე;
·         განიხილავს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და აფასებს არა მხოლოდ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში, არამედ თანამედროვე პოზიციიდანაც;
·         მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომლებშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა, კულტურული კონტექსტი და ა.შ.;
·         აანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას
·         ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
·         ტექსტში ასახული პრობლემის ინტერპრეტაციისას ითვალისწინებს კონკრეტული ეპოქის თავისებურებებს (კულტურულ, ისტორიულ, ფსიქოლოგიურ ასპექტებს);
·         ამოიცნობს და ახსნის ტექსტში იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას, რომლებიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისათვის.




შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი / შკალა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა


 საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
 ჩართულია საგაკვეთილო პროცესში , პასუხობს კითხვებს.
 აქტიურად  მონაწილეობს საგაკვეთილო  პროცესში, არ უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება, პასუხობს კითხვებს.
აქტიურია,  არ უჭირს  საკუთარი აზრის დასაბუთება და  სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.  
 პრეზენტაცია
არგუმენტირებული მსჯელობა
უჭირს  თვალსაჩინოების და  სათქმელის გადმოცემა   გასაგებად,
არ აქვს არგუმენტები
 თვალსაჩინოების გამოყენებით  სათქმელის გადმოცემს ნათლად და    გასაგებად, პასუხობს კითხვებს.
არგუმენტები არ არის მყარი
აუდიტორიასთან კონტაქტით შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფური მუშაობა
ნაკლებადაქტირია,ვერ აცნობიერებენ ჯგუფური მუშაობის მიზნებს,უჭირთ ერთმანეთის მოსმენა
საშუალოდაქტიურია.ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში ყველა. უსმენენ ერთმანეთს.

აქტიურიააქვთ ლიდერობის უნარი. პასუხობენ კითხვებს , იცავენ ლიმიტს.



               ხელმოწერა: ნ . გაფრინდაშვილი

                თარიღი: 17.02.2018  წელი





2. სამოდელო , ინოვაციური  გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:   ნათია გაფრინდაშვილი .  38001032699
საგანი:                                                                               ქართული
  ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:     საშუალო.  X   კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:     18
გაკვეთილის თემა:    ,,  შოთა რუსთაველი და მისი ვეფხისტყაოსანი’’      (კონფერენცია გაკვეთილი)
გაკვეთილის მიზანი:      მოსწავლე   შეძლოს: თავისი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულისადმი, მსჯელობა თვითონ მოხსენების (//რეფერატის) შესახებ, ნაწარმოებში მოცემული საკითხების განხილვა, ისტორიული კონტექსტისა და თანამედროვეობის დაკავშირება ერთმანეთთან, რეფერატის წარდგინება და მასში მოცემული ძირითადი საკითხების, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზი და შეფასება.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
აქტივობა: საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება და მიზნის გაცნობა. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვახორციელებ აქტივობებს.




1 წთ


I-- ფაზა:   გამოწვწვა.
1აქტივობა :წინარე ცოდნის გააქტიურება  „მხატვრული კითხვა“
მოსწავლე  მხატვრულად  კითხულობს  გიორგი ლეონიძის  ლექსს „ვეფხისტყაოსანს“.

2.აქტივობა: გონებრივი იერიში
მასწავლებელი მიმართავს ბავშვებს კითხვით:
    1.რით დასტურდება ლექსში მოცემული ინფორმაცია  რომ საქართველოს ფარგლებს გასცდა  ჩვენი „ვეფხისტყაოსანი?“
2.რამ განაპირობა  ამ ნაწარმოების  ასეთი პოპულარობა.

 3.აქტივობა:  პრეზენტაცია
მოსწავლე  პროექტორის გამოყენებით  მონიტორზე აჩვენებს სლაიდებს და თან აკეთებს პრეზენტაციას.


მხატვრული კითხვა




კითხვა-პასუხი




სლაიდების ჩვენება




ორგანიზება ინდივიდუალური




მთელ კლასთან მუშაობა
კლასგარეშე სახელმძღვანელო



ფლიფჩარტი,
მარკერი



პროექტორი,
კომპიუტერი
2წთ




2წთ




3წთ
2
II-ფაზა:  სიღრმისეული წვდომა
1აქტივობა:    რეფერატების წარდგრნა
მოსწავლეთა მუშაობა მოხდა დიფერენცირებულად .დაბალი შესაძლებლობების მოსწავლეებს მივეცი საშუალება აერჩიათ თემები  და რეფერატების დამუშავება მოხდა მასწავლებლის კონსულტაციით, ხოლო დანარჩენმა ბავშვებმა  თვითონ მოიძიეს ლიტერატურა და დაამუშავეს რეფერატები. დრო მიცემული ჰქონდათ 1 კვირა.
თემები:
1.საერთო მწერლობის წარმოშობ
2.შოთა  და ბიოგრაფიული ცნობები
3.რუსთაველის  მსოფლმხედველობა
4.ისტორიული სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“
5.ადამიანის რუსთველისეული გაგება
6.ვეფხისტყაოსნის  როლი ხელოვნებაში
7.ვეფხისტყაოსნის მთავარი მოტივები:
მიჯნურობა
მეგობრობა
რაინდობა

2.აქტივობა:  გონებრივი იერიში   .        

1.შეადარეთ XII  საუკუნის მიჯნურობა და XXI  საუკუნის მიჯნურობაზე.
2.  რა მსგავსება- განსხვავებას ხედავთ მასში?
3.რუსთველისეულ მიჯნურობას ეთანხმებით  თუ დღევანდელს?
4.რას ამბობს რუსთაველი მიჯნურობაზე?
5.რა თვისებები უნდა ჰქონდეს მიჯნურს?
3.მოიხმეთ ციტატები ტექსტიდან.

4.თუ მიაქციეთ ყურადღება ნაწარმოებში არ არის ნახსენები  სიტყვა მეგობრობა.
მის მაგივრად რომელი სიტყვა გვხვდება?
5.გაიხსენეთ ნაწარმოებიდან ციტატა.
6.დღეს როგორ გასმით დღეს მეგობრობა?
5.რა თვისებები უნდა ჰქონდეს მეგობარს?
6.ვეფხისტყაოსანში მეგობრობა გაშლილია, როგორც ვაჟების მეგობრობა ,ასევე ქალ-ვაჟის მეგობრობა, ტარიელისა და ასმათის მეგობრობა. დღეს მიგაჩნიათ კიდევ ქალისა და ვაჟის მეგობრობაა?


3. აქტივობა: მინი დისკუსია.
არსებებობს თუ არა კიდევ  რაინდობის ინსტიტუტი?
რა მიგაჩნიათ რაინდობად.




რეფერატების წარდგრნა














კითხვა -პასუხი





კითხვა-პასუხი








დისკუსია




ინდივიდუალური







ინდივიდუალურიმუშაობა









კალამი,თაბახს ფურცელი








30წთ
















7წთ














5წთ

3
III-ფაზა: რეფლექსია და შეჯამება
1 აქტივობა:  მცირე ესეს წერა.
ჯგუფებში , რომელიც დიფერენცირების მეთოდით არიან გადანაწილებულები, ვაძლევ დასაწერად
1.ჯგუფი: მცირე ესე:  „რა არის ჩემთვის  ვეფხისტყაოსანი“
II-ჯგუფს ეძლევა დავალებად ერთი წინადადებით  დაწეროთ „რა არის ჩემთვის  ვეფხისტყაოსანი“  წებოვან ფურცელზე და აკრავენ ფლიფჩარტზე.

2 აქტივობა:   პრეზენტაცია
მოსწავლეები დაწერილ ესეებს კითხულობენ ინდივიდუალურად.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს დღეს XXIსაუკუნეში არის თუ არა საჭირო რომ უფრო მნიშვნელოვნად ისწავლებოდეს და იქმნებოდეს მსგავსი ნაწარმოებები და რატომ?

3.აქტივობა;  შეფასება.
მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით .

4.აქტივობა: საშინაო დავალება
თავისუფალი ესე: „ რას მასწავლის ვეფხისტყაოსანი“


წერა










ჯგუფური მუშაობა
კალამი, თაბახის ფურცელი


ფლიფჩარტი,მარკერი,ფერადი წებოვანი ფურცლები
5 წთ








4წთ






.2წთ


1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლე შეძლებ:კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან, მსმენელთა ყურადღების მიპყრობასა და ინეტერესის გამოწვევას, თავისი დამოკიდებულების გამოხატვას წაკითხულისადმი (//მოსმენილისადმი), მსჯელობას  თვითონ მოხსენების (//რეფერატის) შესახებ, ნაწარმოებში მოცემული საკითხების განხილვას, ისტორიული კონტექსტისა და თანამედროვეობის დაკავშირებას ერთმანეთთან, რეფერატის წარდგინებას.   მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზსა და შეფასებას.
კავშირი ე.ს.გ. სთან
 ქართ. X. 9.     კითხვა.   მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).


ქართ. X. 3.   ზეპირმეტყველება.   აუდიტორიის  წინაშე  მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს   შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·         მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);


ქართ. X. 4. მოსწავლეს  შეუძლია  თანაკლასელთა  ზეპირი  მოხსენებების  გაანალიზება  და შეფასება. 
·         მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);


ქართ. X. 13.  წერა.    მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
·         ირჩევს თემას;
·         მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
·         ადგენს რეფერატის გეგმას;
·         წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
·         თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.


კრიტერიუმი / შკალა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა


 საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
 ჩართულია საგაკვეთილო პროცესში , პასუხობს კითხვებს.
 აქტიურად  მონაწილეობს საგაკვეთილო  პროცესში, არ უჭირს საკუთარი აზრის დასაბუთება, პასუხობს კითხვებს.
აქტიურია,  არ უჭირს  საკუთარი აზრის დასაბუთება და  სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.  
 პრეზენტაცია
არგუმენტირებული მსჯელობა
უჭირს  თვალსაჩინოების და  სათქმელის გადმოცემა   გასაგებად,
არ აქვს არგუმენტები
 თვალსაჩინოების გამოყენებით  სათქმელის გადმოცემს ნათლად და    გასაგებად, პასუხობს კითხვებს.
არგუმენტები არ არის მყარი
აუდიტორიასთან კონტაქტით შეუძლია არგუმენტირებული მსჯელობა, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფური მუშაობა
ნაკლებადაქტირია,ვერ აცნობიერებენ ჯგუფური მუშაობის მიზნებს,უჭირთ ერთმანეთის მოსმენა
საშუალოდაქტიურია.ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში ყველა. უსმენენ ერთმანეთს.

აქტიურია.  აქვთ ლიდერობის უნარი. პასუხობენ კითხვებს , იცავენ ლიმიტს.




შეფასების რუბრიკა:



დავალების  ადეკვატურობა
დავალება ადეკვატურად აქვს გაგებული და  მსჯელობა   სწორადაა წარმართული
0-1-2
მსჯელობის დასაბუთება
რეფერატის ორგანიზება  (რეფერატის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები)
0-1-2
ტექსტის ორგანიზება
ტექსტი კარგადაა ორგანიზებული, მსჯელობა თანმიმდევრულია, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი
0-1-2-3
ზოგადი განათლება და ინტელექტი
ნაშრომში გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არა შაბლონურობა და ზოგადი განათლება.
0-1
მართლწერა
ტექსტში დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური,  პუნქტუაციური  შეცდომებისა  და  სტილისტური  ხარვეზების რაოდენობა დასაშვებია და არ უშლის ხელს მოხსენების აღქმას.
0-1-2
ჯამური ქულა

10






Comments

Popular posts from this blog

კვლევა