წრე
წრის განაცხადი
კოროულის #2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს
მხატვრული კითხვის წრე.
წრეში გაწევრიანება შეუძლიათ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის
VI-XI მოსწავლეებს, რომლების დაინტერესებული არიან ქართული
შემოქმედებითი ლიტერატურით და მხატვრული კითხვით
.
წრის მიზანია: საწრეო მუშაობაში ჩარეთოს ქართული ლიტერატურის გაღრმავებული შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეები
შემოქმედებითი, სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით. წრეში გაწევრიანების მსურველებმა მიმართეთ წრის ხელმძღვანელ მასწავლებელს.
ნათია გაფრინდაშვილი natiagafrindashvili5@gmail.com
2019- 2020 სასწ. წელი
სსიპ საჩხერე კორბოულის N2 საჯარო სკოლის
ქართული ლიტერატურის წრე ,,მხატვრული
კითხვის ოსტატები“ წესდება
ზოგადი დებულებები:
·
სსიპ კორბოულის N2 საჯარო
სკოლის ქართული ლიტერატურის წრე დაფუძნებულია
მხატვრული კითხვით დაინტერესებული მოსწავლეთა და ქართულის მსწავლებელ ნათია გაფრინდაშვილის ინიციატივით.
·
წრე დაფუძნებულია ერთი სასწავლო და მოქმედებს წესდებით
გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
წრე აქვს
სახელწოდება,
·
წრე მისამართია:საჩხერე
კორბოულის N2 საჯარო სკოლა.
წრის
მიზნები და ამოცანები:
·
აღმოაჩინოს და საწრეო მუშაობაში ჩართოს ქართული ლიტერატურით და მხატვრული
კითხვით დაინტერესებული VI-XI კლასის მოსწავლეები,
შემოქმედებითი და სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით.
·
აღმოაჩინოს საკუთარ თავში შემოქმედების უნარი.
·
ხელი შეუწყოს მოსწავლის ანალიზური და სინთეზური აზროვების
განვითარებას.
·
განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებელი მუშაობის,მონაცემთა
და ინფორმაციის მოძიება,დამუშავება,პრეზენტაციის უნარი.
·
მოსწავლეს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და
ობიექტური აზროვნების უნარი.
·
განუვითაროს დისკუსიის,არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
·
მოსწავლეს განუვითაროს მხატვრული კითხვის პრაქტიკული
გამოყენების უნარი.
წრე უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი
საქმიანობა რომელიც,ინტეგრირბულია შედეგებზე და არ ეწინააღმდეგება საქართველს კანონმდებლობას.
3. წრე გაწევრიანება:
3.1 წრის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 წრის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VI-XI
კლასის მოსწავლე,რომელსაც აქვს სურვილი გაღრმავებულად შეისწავლოს
და დაოსტატდეს მხატვრულ კითხვაში.
3.3 წრის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს წრის ხელმძღვანელს
წერილობთი ფორმით(განცხადებით);
3.4 წრის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა წრის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს
დავალებები და წრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.8 წრის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონ ხელმძღვანელთან შეთანხმების
გარეშე;
3.9 წრე პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე,რომელიც
დაკავშირებულია წრის საქმიანობასთან;
3.10 წრის წევრს წევრობა უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე,ან
ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება წრის მიზნებს და
უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს,ან სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.წრის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების
მიღება:
4.1 წრე შედგება წრის
წევრებისაგან,რომელთა რაოდენობა არაა შეზღუდული;
5.წრის მუშაობა:
5.1 წრე იკრიბება კვირაში ორჯერ, გარდა არდაგეგების პერიოდისა;
კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან ფუნქციონირებს საწრეო
მუშაობა.
წრის სახელწოდებაა
„მხატვრული კითხვის“ წრე
წრის ხელმძღვანელი: პედაგოგი--ნათია გაფრინდაშვილი
- წრის დასახელება და
მოკლე დახასიათება
წრის
სახელწოდებაა ,, „მხატვრული კითხვის წრე
‘’ წრეში გაერთიანდებიან საბაზო საფეხურის
მოსწავლეები. მეხუთედან, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების ჩათვლით. საწრეო მუშაობის
მიზანია: მოსწავლეებში არის ნიჭი, რომელსაც
ჭირდება განვითარება, რათა მოსწავლემ შესძლოს მის მიერ წაკითხული ტექსტი, ისე მიიტანოს
მკითხველთან , რომ გახადოს მისი მონაწილე. მათ უჭირთ მხატვრულად კითხვა და ამის გამო დაბრკოლებას აწყდებიან
ამა თუ იმ ტექსტის ლამაზად წაკითხვის დროს.. გაკვეთილების მომზადებასა და საკლასო
მუშაობის დროს.ჩემი მიზანია, კითხვის სხვადასხვა
ეფექტური სტრატეგიების გამოყენებითა და ვარჯიშით
მივაღწიოთ სასურველ შედეგს და მოსწავლეები ვაქციოთ მხატვრული კითხვის ოსტატებად .
- საწრეო მუშაობის პროგრამა,
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა და შეხვედრების განრიგი.
წრის არსებობის
მიზანია, რომ მოსწავლეებს გამოვუმუშაო უნარი, რათა შეძლონ მხატვრულად კითხვა
, რაც თავის მხრივ მოიცავს:(ტექსტის კითხვის დროს ხმის ტემბრის, ტონალობის ცვლას, ასევე
სასვენ ნიშნებთან პაუზების გაკეთებას .)
საწრეო მუშაობის
განრიგი მოიცავს კვირაში ორ დღეს. ორშაბათს და პარასკევს. მეცადინეობა გაგრძელდება
1 საათი.
საწრეო მუშაობისათვის
გამოვიყენებ:
1. წინასწარ მომზადებულ საინტერესო და მცირე ზომის ტექსტებს( ლექსი, პროზა)
2. ჯიპრაიდის პროგრამიდან განმეორებითი კითხვის
მეთოდს.
3. ტექსტის წაკითხვის ტესტს, ( აქ მოსწავლისა
და მასწავლებლის ფურცელზე დაბეჭდილია ერთი და იგივე ტექსტი, მოსწავლე კითხულობს, მასწავლებელი
ინიშნავს შეცდომების რაოდენობას სასვენ ნიშნებთან გაჩერება და პაუზების გაკეთება.
)
4. ურთიერთწაკითხვა
5. მკითხველთა
თეატრი.
6. კითხვა
მოწვეული სტუმრებისათვის ( შესაძლებელია მშობლების დასწრებაც)
კიდევ
სხვაგვარი მეთოდების გამოყენებით მოსწავლეები ხალისით შეეცდებიან გააუმჯობესონ კითხვის
შედეგი. განსაკუთრებით დააინტერესებთ კლასგარეშე
ლიტერატურიდან აღებული სხვადასხვა ტექსტები. ( ეს რესურსები კორბოულის მეორე საჯარო სკოლისათვის
ხელმისაწვდომია)
,, მხატვრულ მკითხველთა“ წრის ჩამოყალიბება, იმისთვისაა
სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომ კითხვაში გაუწაფავი მოსწავლე არის მონოტონური, ანუ ,,რობოტული“
მკითხველი, ეს ხელს უშლის მოსწავლეს ტექსტის გაგება-გააზრებაში, წვდომასა და ანალიზში,ასევე
ხელს უშლის , რომ მოსწავლემ გაითავისოს და
გახდეს მონაწილე ფაქტებისა თუ მოვლენისა.
Comments
Post a Comment