პროექტები

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია გაფრინდაშვილი
რაიონი
სახერე სოფ. კორბოული
სკოლა
კორბოულის II საჯარო სკოლა
ქალაქი
საჩხერე
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ქრისტიანული ცხოვრება V-ე საუკუნესა და XXI -ე  საუკუნეში
თემის შინაარსი
ქრისტიანობა,როგორც რწმენა და ამ რწმენით ცხოვრება მეტად აქტუალური თემაა. ეს აქტუალური იყო როგორც მეხუთე საუკუნეში ასევე ოცდამეერთე საუკუნეში თანამედროვე ახალგაზრდამ უნდა დაინახოს, რომ აგიოგრაფიული მწერლობა ერთ-ერთი  საუკეთესო ისტორიული წყაროა ქრისტიანული ცზოვრებისა და რწმენისა. ამ მხრივ საინტერესო  ნაწარმოებია „წამებაი წმიდისა შუშანიკისი’’
        თხზულების გასაგებად  მოსწავლეები გაანალიზებენინფორმაციას“ შუშანიკის წამებაში“მოცემული ეპოქის შესახებ.შეისწავლიან წმიდა შუშანიკის სარწმუნოებრივ ცხოვრებას. გაეცნობიან ქრისტიანობისა და რწმენის არსს. გამართავენ დისკუსიას- როგორ შეიძლებაიცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა ქრისტიანული ნორმების დაცვით  და დაკავშირებენაღებულ თემასთან, ჩაატარებენ გამოკითხვას კომპეტენტურ პირებთან. განიხილავენ თუ რა ცვლილებები განიცადა საუკუნეების შემდეგ ქრისტიანობამ და კერძოდ ადამიანის რწმენამ. შექმნიანპრეზენტაციას და აუდიტორიას დაანახვებენ განსხვავებას მეხუთე საუკუნესა  და   ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანებს შორის.
საგანი
ქართული  ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
მეათე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 თვე და 2 კვირა

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).

ის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები  გამოიკვლევენ  ‘’შუშანიკის წამება“-ში , კერძოდ V საუკუნესა და XXI საუკუნეში ქრისტიანობაში ასახულ პრობლემას.
მოაწყობენ პრობლემის ირგვლივ დისკუსიას.
იმსჯელებენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და დასახავენ პრობლემის გადაჭროს გზებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა როლი ითამაშა  რელიგიამ ადამიანების ცხოვრებაში?

თემატური კითხვები
რა როლი ითამაშა  ქრისტიანობამ ადამიანთა ცხოვრებაში სხვადასხვა ეპოქაში?


შინაარსობრივი კითხვები
ვინ შემოიტანა ქრისტიანობა, როგორც მოძღვრება პირველმა საქართველოში?
როდის შემოვიდა ქრისტიანობა საქარტველოში?
იცნობთ თუ არა ადამიანებს , რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ?
როგორ გესმით ქრისტიანობა?
საიდან წარმოიშვა სიტყვა ქრისტიანი?
ვინ იყვნენ პირველი ქრისტიანები?
შეესაბამებოდა თუ არა პირველი ქრისტიანებისა და მეხუთე საუკუნეში მცხოვრები ქრისტიაების საქმეები ერთმანეთს.
შეადარეთ მეხუთე საუკუნისა და XXI  საუკუნის ქრისტიანობა ერთმანეთს.
რამ გამოიწვია ქრისტიანული ნორმების ცვლილებები?
ვის ეკისრება ვალდებულება მოსახლეობას მოუწოდოს ქრისტიანული ნორმების დაცვისკენ?
შეესაბამება თუ არა V საუკუნისა და XXI საუკუნის ქრისტიანული სტანდარტები ერთმანეთს.
რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ნორმების სტანდარტების აწევა?
რა შწდეგამდე მივალთ თუ აიწევა ქრისტიანული სტანდარტები?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










პროექტის კონფერენციის კითხვები



K_W_L  დიაგრამა


ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება

’’ მოვლენათა ჯაჭვი’’


პროექტის კონფერენციის კითხვები

K_W_L  დიაგრამა
ინდივიდუალური შეხვედრები
მოსწავლეები აუდიტირიის წინაშე გააკეთებენ პრეზენტაციას


პროექტის კონფერენციის კითხვები


პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება.
მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა (კვლევითი პროექტებისათვის)
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროქტის დაწყებამდე დავგეგმავ შეხვედრებს, რათა შეაფასოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები, გაიაზრონ თავიანთი სწავლების პროცესი თემასთან დაკავშირებული წინარე ცოდნა K  W  L დიაგრამით .  კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს იფიქრონ თავიანთი აზროვნების განვითარებაზე და თვალყური მიადევნონ  მას. კითხვების ხშირად დასმის შემთხვევაში მოსწავლეები ნელ-ნელა თვითონ დაიწყებენ დამოუკიდებლად  დაუსვან ეს კითხვები თავიანთ თავს. ამისათვის გამოვიყენებ პროექტის კონფერენციის კითხვებს  მთელი პროექტის განმავლობაში. პროექთის მიმდინარეობისას დავგეგმავ ინდივიდუალურ შეხვედრებს ჯგუფებთან, რათა თვალი გადავავლოთ პროექტის მიმდინარეობას.
პროექტისათვის დამჭირდება აქტივობა’’ მოვლენათა ჯაჭვი’,რომელიც’ ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის თანმიმდევრულად დალაგებასა და მათი აზროვნების ლოგიკურ ორგანიზებაში.
პროექტის დასასრულს გამოვიყენებ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმას.მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას, პროექტის მიმდინარეობისას რა უნარები გამოიმუშავეს.


სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობისა და საოფისე პროგრამების (world, power point) ფლობის უნარ-ჩვევები, გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევა, კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობას ვიწყებ მოსწავლეების პროვოცირებით, რათა წამოაყენონ პროექტის იდეა მათთვის საინტეროსო საკითხზე .მასალა, რომელზედაც უნდა ვიმუშაოთ  „ ქრისტიანული ცხოვრება V საუკ.სა და XXI საუკუნეში“  წლის განმავლობაში მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ, მაგრამ ვადგენ მათ საჭიროეებებს, რა ახსოვთ და რასთან დაკავშირებით სჭირდებათ დამატებითი მუშაობა, ამისათვის ფაქტობრივი ცოდნის დასადგენად ვიყენებ ტესტირებას, სადაც დახურული კითხვებით ვამოწმებ ტექსტის დეტალების ცოდნას. შემდეგი ნაბიჯი  K_W_L  დიაგრამით მუშაობაა. მივმართავ  საერთო საკლასო მუშაობას და ბავშვებს ვავსებინებ K-W-L სქემის პირველ სამ სვეტს, რათა გამოავლინონ ,,შუშანიკის წამების“ ცოდნა, დამოკიდებულება პოემაში დასმული საკითხების მიმართ,  სწორი თუ არასწორი შეხედულებები, ხოლო ტექსტის თავიდან გადახედვის შემდეგ ავსებენ მეოთხე სვეტს. მინდა რომ სიღრმისეულად ჩავწვდე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, მათ შეხედულებებს, წარმოდგენებს, მოლოდინებს, ამიტომ  ვიყენებ ინტერვიუს. იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო დაინტერესდნენ და გააქტიურდნენ მივმართავ მოდელირებას და ჩემი პირადი გამოცდილებით ვაძლევ მათ თვალსაჩინო მაგალითს, რათა თვითონ ადვილად შეიმეცნონ მასალა და მასწავლებლის ხმამაღლა ფიქრით განუვითარდეთ სააზროვნო უნარები. ამ  აქტივობების  დასრულების შემდეგ ბავშვები მუშაობენ მოსწავლის პროექტის გეგმაზე, რომელიც ორ ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი ეს არის გონებრივი იერიშით იდეების გენერირება, პროექტის მიზნების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ხოლო მეორე ეტაპი ეთმობა შესრულებული სამუშაოს   მონიტორინგს და დასრულებული პროექტის საბოლოო შეფასებას, რომელიც განხორციელდება სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმებით. ჯგუფებში გადანაწილებული სამუშაოს შესრულებისას (ერთი ჯგუფი მუშაობს ,,მეხუთე  საუკუნის ქრისტიანული ცხოვრება“, მეორე - ზოგადად  გაეცნონ  ქრისტიანულ ნორმებს , მესამე- ქრისტიანობა 21-ე საუკუნეში),  ეს არის: ინფორმაციის მოძიება, მისი სინთეზი და ანალიზი, კვლევა ,,fasebook”-ით, მოსწავლეები იყენებენ ჯიგსოუს მეთოდს, რაც ეხმარება მათ მოპოვებული ინფორმაციის გაცვლაში. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია და საბოლოოდ, სწორი მსჯელობის საფუძველზე მივლენ ერთ დასკვნამდე. პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმით მოსწავლეები ხვეწენ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ხოლო პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება მოსწავლეებს ეხმარება პროექტის წარმატებით მართვაში, რადგან საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ ყველა ის ეტაპი, რომლებიც პროექტზე მუშაობისას გაიარეს.
  საბოლოო პროდუქტს შევაფასებ  წინასწარ მომზადებული  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         მოსწავლეს ხშირად ვუმეორებ მითითებებს;
·         ვამოწმებ ინფორმირებულობის დონეს;
·         დავალების შესასრულებლად მეტ დროს ვაძლევ;
·         მივუთითებ წყაროებს;
·         ვაწვდი მისთვის საჭირო პროდუქტების შაბლონებს, მაგალითად, პრეზენტაციის შაბლონი;
·         საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად თვითონ ვარჩევინებ მუშაობის მეთოდს;
·         ვუმცირებ დავალებას.



არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • ვაძლევ თავისუფალ დავალებებს;
  • ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის სწავლის უნარსა და განვითარებაზე
  • აქცენტს  ვაკეთებ პრობლემის გადაჭრის უნარებსა და შემოქმედებით ასპექტებზე;
·         ყურადღებას ვამახვილებ ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობაზე;
·         მოსწავლეებს ვაძლევ  საშუალება, რომ შესასრულებელი დავალების სირთულის დონე თავად აირჩიონ;
წახალისებით ვუმაღლებ მოტივაციას, რათა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“, ბიბლიის კომენტარები, 

ინვენტარი/მასალები
არ არის გამოყენებული
ინტერნეტრესურსები
მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში
სხვა რესურსები
მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, მასწავლებლები, მშობლები.


 სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია გაფრინდაშვილი
რაიონი
საჩხერე
სკოლა
კორბოულის #2 საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„სამშობლო დაკარგულთა ტრაგედია
თემის აქტუალურობა
  XIIკლასში შევისწავლეთ ნაწარმოები  ნიკო ლორთქიფანიძის,,შელოცვა რადიოთი“.  ნაწარმოებში განხილულია  ემიგრანტთა გულისტკივილი.კერძოდ,ქართველი ემიგრანტი  ქალის თავგადასავალი. აღნიშნულ ნაწარმოებში დასმული პრობლემა დღესაც აქტუალურია და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.ამ პროექტზე მუშაობისას ბავშვების დაინტერესება იყო დიდი.მათ შეიძინეს უფრო მეტი ცოდნა და უნარი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.
      ასევე გაითავისეს ისიც, რომ  ნაწარმოებში  წარმოჩენილი პრობლემა დღეს მეტად აქტუალურია  და  შესაძლებელია ამ პრობლემის  მონაწილე ყველა ჩვენგანი გახდეს.
საგანი
ქართული ,
დონე/კლასი  
XII  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი -სამი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
    ზეპირმეტყველება
·       ართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·       ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·       მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·       არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;

ქარ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
·                                  წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის შესაბამისად და ა.შ.);

მიმართულება კითხვა

ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.

  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე;
                       
·         წარმოსახვის საშუალებით გადააქვს ნაწარმოებში ასახული მოვლენები თანამედროვე ან მისთვის საინტერესო სხვა კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში (ადგილი, დრო, ადამიანური ურთიერთობების ფორმები და ა.შ.);

ქართ:10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

·                მოიძიებს შესაბამის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან, ისტორიული წყაროებიდან, პრესიდან და სხვ.) განსხვავებული კულტურის, ქვეყნისა და ეპოქის ნაწარმოებში ასახული მოვლენის უკეთ გასააზრებლად;
·         ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.

                  

  • .მოსწავლეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებში იპოვნის მსგავსება განსხვავებას
  • 2.მხატვრული ტექსტის მოსმენის ან წაკითხვის შემდეგ გააკეთებს ტექსტის ანალიზს
·        3. მოსწავლე დაუკავშირებს ფაქტებს და მოვლენებს წიგნში ასახულ პრობლემას.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
        პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დაინახონ პრობლემა, რომელიც მოცემულ ნაწარმოებში იყო, იმსჯელონ  და გაითავისონ  თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს და რა გამოსავალი შეიძლება  მოიძებნოს პრობლემის აღმოსაფხვრელად ,გამოიმუშაონ ინფორმაციის მოძიების,საკუთარი აზრის გამოთქმისა და კვლევა -ძიების , მსჯელობის უნარ-ჩვევა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა შეიძლება იყოს ემიგრანტთა გულისტკივილი?
თემატური კითხვები
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემის სააშკარაოზე გამოტანა?

1.       რას გულისხმება  ბუნების დაცვაში?
2.        რა პრობლემას ხედავთ ბუნებასთან დაკავშირებით?
3.      რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რათა დაიცვას ბუნება?
4.       რა როლს თამაშობს ადამიანი ბუნების დაცვაში ან განადგურებაში?
შინაარსობრივი კითხვები
შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები.

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ





გონებრივ იერიში

ცნების რუკა

პროექტის კონფერენციის კითხვები

ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასება

მოსწავლეთა ჟურნალების შეფასება.  

პროექტის კონფერენციის კითხვები

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.

პროექტის კონფერენციის კითხვები   







შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე მივმართავ გონებრივ იერიშს, იმის გასაგებად თუ რა იციან მოსწავლეებმა ემიგრაციის შესახებ..ვაანალიზებთ სხვადასხვა მხატვრულ ტექსტებს , ვავსებთ მსგავსება- განსხვავების სქემას  .მოცემული ნაწარმოებიდან პრობლემას უკავშირებენ რეალობას  და მიდიან იმ დასკვნამდე , რომ დასმულ პრობლემაში შესაძლებელია მომავალში თვითონაც აღმოჩნდნენ. ვაწყობ  ინტესიური შეხვედრებს ,  რათა შევაფასო მოსწავლეთა შესაძლებლობები, გაიაზრონ თავიანთი სწავლების პროცესი . კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს იფიქრონ თავიანთი აზროვნების განვითარებაზე და თვალყური მიადევნონ  მათ.    მოსწავლეები იყოფიან და მუშაობენ ჯგუფში და აკეთებენ ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასებას  თვითრეგულირებისათვის.   მასწავლებელი პერიოდულად  ამოწმებს მოსწავლეთა ჟურნალებს  . პროექტის დასრულების შემდეგ  შეფასდება საბოლოო პროდუქტი   პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.     ეს რუბრიკა  მათ ასევე დაეხმარებათ პრეზენტაციის მომზადების პროცესში.ფასდება  აგრეთვე მათ მიერ შექმნილი საბოლოო პროდუქტი წერილი .
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობისა და საოფისე პროგრამების (world, power point) ფლობის უნარ-ჩვევები, გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევა, კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
სასწავლო აქტივოებები
აქტივობა I :    ფილმის  ჩვენება
  ა)შესწავლილი ნაწარმოების და მსგავს ნაწარმოებს შორის გავავლეთ პარალელი .ამისათვის მოვაწყვეთ ფილმის ჩვენება. ვაჩვენე ქართული მხატვრული ფილმი  „ფესვები“
 ბ) ასევე წავიკითხეთ არა საპროგრამო ნაწარმოები ნიკო ლორთქიფანიძის „გული“  .მოსწავლეებმა წაკითხული და ნაყურები ფილმი გაანალიზეს, გამოკვეთეს ნაწარმოებში პრობლემა.  გ) იმუშავეს, რომ გაევლოთ პარალელი სამ ნაწარმოებს შორის და დაფაზე შეავსეს მსგავსება განსხვავების ცხრილი.
ამ აქტივობის მიზანია:   ბავშვმა მოუსმინოს , უყუროს ან წაიკითხოს ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიდაც ასახულია ერთი და იგივე პრობლემა.  იპოვოს მსგავსება განსხვავება და იმსჯელონ პრობლემის შეასხებ.
აქტივობა II.    პრეზენტაცია:
მოსწავლეებმა ნაწარმოებში დანახული პრობლემა დაუკავშირეს ყოველდღიურ ცხოვრებას და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დღესაც ვდგავართ.ამასთან დაკავშირება მოსწავლეებს დაევალათ სამეგობროშო, სანათესაოში ან სამეზობლოში მოეძიებიათ ის ადამიანები , რომლებიც ემიგრანტები არიან . კერძოდ,დაკავშირებოდნენ  ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებითიმ ადამიანებს და მოესმინათ მათი გულისტკივილი.მათ წარმოადგინეს  მოძიებული ინფორმაცია  და გააკეთეს პრეზენტაციები..
     1) მოიძიეს ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ქართველი ადამიანია ემიგრაციაში და რა გახდა მათი ემიგრაციაში  წასვლის მიზეზი.
    2) ასევე იმ  ემიგრანტი  ადამიანების ფოტოსურათები, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უხდებათ მუშაობა და ცხოვრება.
     3) მოიძიეს იმ ადამიანების  პირადი  წერილები,რომელშიდაც კარგად ჩანს ნოსტალგიური სულისკვეთება,რომელიც დაუძლეველ პრობლემად ექცა ყველა ემიგრანტს.
  აქტივობის მიზანია:მოსწავლემ განსაზღვროს ნაწარმოების ტექსტსა და რიალურ ცხოვრებაში ასახული მოვლენების , ფაქტებს შორის ლოგიკური და მიზეზ-შედეგიბრივი კავშირი.

აქტივობაIII: მოსწავლეები პერიოდულად  მუშაობის პროცესში აწარმოებენ მოსწავლეთა ჟურნალებს (რომელზედაც  ვაწარმოებ დაკვირვებას  პროგრესის მონიტორინგი და  ვარ ფასილიტატორის როლში.)ჯგუფებთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს  წინასწარ მომზადებული შეკითხვების  საშუალებით  გავარკვევ კიდევ რა უნდა იცოდნენ  ამ საკითხთან დაკავშირებით,  როგორ მოიპოვონ ეს ინფორმაცია.

აქტივობა IV:  წერილების დაწერა და გამოქვეყნება .
      საბოლოოდ პრობლემის შესამსუბუქებლად მოსწავლეებმა განიზრახეს სურვილისამებრ დაეწერათ წერილები და გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელში.  ბავშვებმა კლასში ჯგუფურად შეიმუშავეს  და   დაწერეს  რამდენიმე  წერილი, რომელშიდაც  გამოთქმული იყო პროტესტი, რომ მომავალ თაობას სრულფასოვან ადამიანებად ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროებათ  დედა და მამა და არა  ბანკომატები,რათა აღმოიფხვრას ან შემსუბუქდეს მოსწავლეების მიერ დანახული პრობლემა.





დიფერენცირ

ებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის სწავლის უნარსა და განვითარებაზე
  • აქცენტს  ვაკეთებ პრობლემის გადაჭრის უნარებსა და შემოქმედებით ასპექტებზე;
·         მოსწავლეებს ვაძლევ  საშუალებას, რომ შესასრულებელი დავალების სირთულის დონე თავად აირჩიონ;
  • წაახალისებით ვუმაღლებ მოტივაციას, რათა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • მივცემ თავისუფალ დავალებებს
         წავახალისებ, რათა მან არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნოს.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      




ბეჭდვითი მასალები
მხატვრული ფილმების DVD დისკი
ინვენტარი/მასალები
არ არის გამოყენებული
ინტერნეტრესურსები
მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში.
სხვა რესურსები
სასკოლო საზოგადოება,  მშობლები,

სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია გაფრინდაშვილი
რაიონი
საჩხერე
სკოლა
კორბოულის #2 საჯარო სკოლა
ქალაქი
საჩხერე
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„თბილისი ჩემი დედაქალაქია
თემის აქტუალურობა
  თბილისი საქართველოს დედაქალაქია,ის ჩემი სახლია.XXI საუკუნის  ახალგაზრდამ უნდა იცოდეს,როგორ ვითარდება და მშვენდება თავისი დედაქალაქი . ყურადღება მიაქციოსმის წარსულსა და აწყმოს და მათ მაგალითზე დაინახოს და დასახოს მისი დამშვენების, გალამაზების გზები.
  ამ თემას უამრავი  ლექსი თუ მოთხრობა მიუძღვნეს ქართველმა გამოჩენილმა მწერლებმა და პოეტებმა,აქედან გამომდინარე ,ჩვენ შევისწავლეთ სიმონ ჩიქოვანის ლექსი „თბილისის თოვლი“,რომელშიდაც აღწერილია თბილისის სილამაზე. მოსწავლეთა დაინტერესება იყო შეედარებინათ XIX და XXI საუკუნის თბილისი,შეესწავლათ სხვა ავტორების მიერ შექმნილი ლექსები თბილისზე და ამით გაეღვივებინათ პატრიოტიზმის გრძნობა,რაც გახდა საბაბი ამ პროექტზე მუშაობის.
     
საგანი
ქართული ,
დონე/კლასი  
VIII  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
    ზეპირმეტყველება
·       ართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·       ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·       მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·       არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები,

ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს სასაუბრო ტექსტებს  და ამოიცნობს იმ დამარწმუნებელ საშუალებებს (მაგალითად, არგუმენტაციის სიძლიერე, სათანადო მაგალითებ, ლირიკულ გადახვევა, ფიგურალურ გამონათქვამებ, ემოციურ ფონ და სხვ.), რომლებიც განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიაზე;
·         ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).

ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს, რა საშუალებებით ახდენს გავლენას ავტორი კონკრეტულ აუდიტორიაზე და როგორ ქმნის განწყობას;

ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს;
·         აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
        პროექტის მიზანია მოსწავლეებს გაუღვივოთ პატრიოტული გრძნობა,იმსჯელონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გიყვარდეს და ზრუნავდე შენი დედაქალაქის გალამაზებასა და დამშვენებაზე.ასევე გაეცნობიან სხვა პოეტების ლექსებს, თბილისზე და წაიკითხავენ მხატვრულად.ამით გამოიმუშავებენ: შედარების, მოძიების, მსჯელობისა და მხატვრული კითხვის უნარ- ჩვევას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორი მსურს იყოს ჩემი დედაქალაქი?
რატომ მევალება გაუფრთხილდე და  ვიზრუნო მის გალამაზებაზე?
რას ნიშნავს ჩემთვის თბილისი?





შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ





გონებრივ იერიში

ცნების რუკა



ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასება

მოსწავლეთა ჟურნალების შეფასება.  

პროექტის კონფერენციის კითხვები

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკით.

შედარების რუკა







შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე მივმართავ გონებრივ იერიშს, იმის გასაგებად თუ რა იციან მოსწავლეებმა ძველი თბილისის  შესახებ.ვაანალიზებთ სხვადასხვა მხატვრულ ტექსტებს , ვავსებთ მსგავსება- განსხვავების სქემას  .გავეცანით სიმონ ჩიქოვანის ლექსს „თბილისის თოვლი“. მოსწავლეებს დაევალათ  მოიძიონ თბილისის ღირსშესანიშნაობები და მოაწყობენ მოძიებული სურათებით  გამოფენასა და პრეზენტაციას . ვაწყობ  ინტესიური შეხვედრებს ,  რათა შევაფასო მოსწავლეთა შესაძლებლობები, გაიაზრონ თავიანთი სწავლების პროცესი . კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს იფიქრონ თავიანთი აზროვნების განვითარებაზე და თვალყური მიადევნონ  მათ.    . პროექტის დასრულების შემდეგ  საბოლოო პროდუქტად მოაწყობენ პოეზიის საღამოს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან მუშაობისა და საოფისე პროგრამების (world, power point) ფლობის უნარ-ჩვევები, გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევა, კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევები, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
სასწავლო აქტივოებები
აქტივობა I :    გასეირნება გალერიში
  ა)შესწავლილი ნაწარმოებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოიძიეს დღევანდელი თბილისის ღირს შესანიშნაობები და მოაწყვეს გამოფენა სკოლაში .
 ბ) მსწავლეებმა გამოფენაზე მიიწვიეს უმცროს კლასელები , დრომლებმაც გამოხატეს თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები.
ამ აქტივობის მიზანია:   მოსწავლეთა შთაბეჭდილებელის წარმოჩენა და ერთმანეთისთვის გაზიარება.
აქტივობა II.    პრეზენტაცია
მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციით გააკეთეს პრეზენტაცია და შეადარეს ერთნანეთს XVIII  და XXI საუკუნის თბილისის ხედები. დანახული სხვაობა  დაუკავშირეს ტექნოლოგიების განვითარებას და აღმოაჩინეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად მომავალი თაობაც უფრო განვითარებული და სიახლეებს შესისლხორცებული უნდა გაიზარდოს. 
  აქტივობის მიზანია:მოსწავლემ განსაზღვროს ნაწარმოების ტექსტსა და რიალურ ცხოვრებაში ასახული მოვლენების , ფაქტებს შორის ლოგიკური და მიზეზ-შედეგიბრივი კავშირი.

აქტივობაIII: მოსწავლეები პერიოდულად  მუშაობის პროცესში აწარმოებენ მოსწავლეთა ჟურნალებს (რომელზედაც  ვაწარმოებ დაკვირვებას  პროგრესის მონიტორინგი და  ვარ ფასილიტატორის როლში.)ჯგუფებთან ინდივიდუალური შეხვედრის დროს  წინასწარ მომზადებული შეკითხვების  საშუალებით  გავარკვევ კიდევ რა უნდა იცოდნენ  ამ საკითხთან დაკავშირებით.

აქტივობა IV:  პოეზიის ხუთი წუთი
      საბოლოოდ პროდუქტის შესაქმნელად მოსწავლეებმა მოიძიეს და ისწავლეს სხვადასხვა პოეტების ლექსები თბილისზე  და სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო მხატვრული კითხვის  „პოეზიის 5 წუთი“ , სათაურით „თბილისი ჩემი დედაქალაქია“.


დიფერენცირ

ებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
  • ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის სწავლის უნარსა და განვითარებაზე
  • აქცენტს  ვაკეთებ პრობლემის გადაჭრის უნარებსა და შემოქმედებით ასპექტებზე;
·         მოსწავლეებს ვაძლევ  საშუალებას, რომ შესასრულებელი დავალების სირთულის დონე თავად აირჩიონ;
  • წაახალისებით ვუმაღლებ მოტივაციას, რათა არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
  • მივცემ თავისუფალ დავალებებს
         წავახალისებ, რათა მან არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნოს.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სურათები
ინვენტარი/მასალები
არ არის გამოყენებული
ინტერნეტრესურსები
მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში.
სხვა რესურსები
სასკოლო საზოგადოება,  მშობლები, მოსწავლეები.




Comments

Popular posts from this blog

სამოდელო გაკვეთილის გეგმები

კვლევა

მერვე დღის რეფლექსია